“გაზაფხული შემოსულა ლენ” კი არა, გაზაფხული მოვიდა, ხალხო! თანაც, როგორი გაზაფხული? მისი დადგომა ზამთრის სუსხიანი, თბილისის ვითომ თოვლიანი და აუტანლად ცივი დღეების შემდეგ, ყოველთვის სიხარულს გვგრიდა, მაგრამ 2021 წელს ამ სეზონს მაინც სხვა განწყობა მოაქვს და მიზეზი ყველამ ვიცით – შეზღუდვები ამ თვიდან მნიშვნელოვნად მცირდება და ცხოვრება ნელ-ნელა თავის რითმს უბრუნდება.
გაზაფხულის პირველი სტატია, გადავწყვიტეთ, ბათუმისთვის მიგვეძღვნა – აბა წარმოიდგინეთ, ზღვა, ტალღების ხმა, სანაპიროს ნიავი და თბილი მზე, ანდაც, მზის ჩასვლა (ხომ ყველამ ვიცით, რომ მზე არსად ისე ლამაზად არ ჩადის, როგორც ბათუმში?)
ალბათ ამ სტატიის მკითხველი დამეთანხმება, რომ ბათუმში ჩასვლამდე, ყველაზე აღმაფრთოვანებელი განწყობა, ჯერ მაინც მატარებელს მოაქვს – აი ზუსტად იმ წუთიდან, როდესაც ბილეთში საკუთარი სავარძლის ნომერს ეძებ. ხოდა, სანამ ბათუმში წერილობით გამოგზაურებთ, მანამდე მაინც შეგახსენებთ (ალბათ არც დაგავიწყდებოდათ, მაგრამ მაინც), რომ ბილეთების შეძენა ჩვენთან, ისევ ისე შეგიძლიათ, როგორც ძააალიან დიდი ხნის წინ, პანდემიამდე.
დიახ! კლარას სახელგანთქმული ჰოთ-დოგები, კოკა-კოლას ასე ძალიან რომ უხდება. ბათუმი, ისევე, როგორც სხვა ქალაქები, ნელ-ნელა ცოცხლდება, იხსნება კაფე-ბარები და ამ ფაქტის აღნიშვნა, ზუსტადაც რომ ამ ფოტოთი გადავწყვიტეთ. აბა, ეს ქალაქი, ბულვარი და ეს ჰოთ-დოგი ერთიანობაში რომ არ გვეხსენებინა, არ გამოვიდოდა.
ამ ფოტოს შემყურე, ბარის ხმაური თქვენც შემოგესმათ ხომ? გაგახსენდათ ყველა ის ზედმეტი ჭიქა, რომელიც აღარ უნდა დაგელიათ, ერთმანეთში გაცვლილი ისტორიები, იმ საქანელაზე გადასაღები ფოტოს რიგები? ჩვენც, ჩვენც…
კი, ჩვენც ნამდვილად გვეუცნაურა, როგორ მოახერხა ფოტოგრაფმა, რომ ეს ადგილი, ასეთი ცარიელი გადაეღო. თქვენც, ძალიან მოშიებულებს, გაგცრუებიათ იმედი, რომ არცერთი მაგიდა თავისუფალი არ იყო?
მოდი, ამ ფოტოზე კომენტარს არ გავაკეთებთ და სრულად დაგიტოვებთ აღქმის თავისუფლებას.
ამ ფოტოთი კი უბრალოდ გვინდოდა, გაზაფხულის ბათუმური წვიმის სურნელი შეგვეხსენებინა
ჩვენ ბათუმზე დაუსრულებლად შეგვიძლია ლაპარაკი, თანაც მაშინ, როდესაც გაზაფხულია (და დაგვეთანხმეთ, ეს სეზონი ამ ქალაქს ზაფხულზე მეტად უხდება), შეზღუდვები იქ ჩასვლასთან დაკავშირებით მოიხსნა, კაფეებიც გაიხსნა და ისევ ისე შეგვიძლია ეს ქალაქი მთელი თავისი დიდებულებით შევიგრძნოთ, როგორც მანამდე, სანამ პანდემია თავს მოგვაბეზრებდა. (თუმცა აქვე, არ დაგავიწყდეთ, რომ კომენდანტის საათი საღამოს 21:00-დან დილის 05:00 – მდე აქაც მოქმედებს)
და ბოლოს, ისევ მატარებელს დავუბრუნდეთ (ამ ტრანსპორტმაც ხომ იცის მონატრება?)
რელსების ხმაური, გამცილებლის ფეხის ნაბიჯები, კითხვაში, მეგობრებთან ჯოკრის თამაშში, ან მუსიკების მოსმენაში ძალიან სწრაფად გასული 5 სამგზავრო საათი და აი ის შეგრძნება რომ მალე, ძალიან მალე ნახავ ზღვას, მოწყდები ქალაქს და სულ ცოტა ხანში შეგეძლება ყველა დარდი, დაგროვილი შფოთვა მშვიდ ტალღებს თვალდახუჭულმა გაატანო.
გაზაფხული მოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მალე, ზაფხულიც მოვა.
სტატიის ბოლოს კი (ალბათ არ დაგავიწყდებოდათ, მაგრამ მაინც) ამ მცირეოდენი ტექსტით შეგახსენებთ, რომ მატარებლის ბილეთის შეძენა, ამ წინადადებაზე დაკლიკებით შეგიძლიათ.
გაზაფხული მოვიდა!