იყიდე ავიაბილეთი ბაქოს მიმართულებით და მიიღე საჩუქრად F1-ის გრან პრის სამდღიანი აბონემენტი

როდესაც მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებზე მიდგება საქმე, ყოველთვის ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ ადამიანებს მათზე დასწრების მეტი შესაძლებლობა მივცეთ.

სიმართლე გითხრათ, ბევრს ვფიქრობთ ხოლმე და იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორებიც ჩვენს მიზნებსა და გეგმებს იზიარებენ, საბოლოოდ, ვფიქრობთ, კარგი შეთავაზებები გამოგვდის. ამჯერად კი, Formula1-ის მოყვარულებს გავახარებთ

ალბათ გეცოდინება, რომ 28, 29 და 30 აპრილს აზერბაიჯანის გრან პრი იმართება.

ვიფიქრეთ, რომ სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენაზე მოსახვედრად შენი მხრიდან ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ მხოლოდ ავიაბილეთები შეგეძინა ბაქოს მიმართულებით – ფორმულაზე დასასწრებ 3 დღიან აბონემენტს კი TKT, mastercard და SOLO-ს საერთო შეთავაზების ფარგლებში გადმოგცემდით, აი ასე, მარტივად.

იმისათვის, რომ ამ შეთავაზებით ისარგებლო, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინო

  • უნდა იყიდო ორმხრივი ავიაბილეთები ბაქოს მიმართულებით
  • შენი გაფრენის და უკან დაბრუნების ავიაბილეთი, უნდა ემთხვეოდეს რბოლის თარიღებს.
  • გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ solo mastercard world elite ბარათით

რბოლის სამი დღე ასე გამოიყურება:

  • 28 აპრილი – პირველი პრაქტიკა (13:30-14:30); კვალიფიკაცია (17:00-18:00)
  • 29 აპრილი – მეორე პრაქტიკა (13:30-14:30); სპრინტ რბოლა (17:30)
  • 30 აპრილი – აზერბაიჯანის გრან პრი (15:00)

ისე, აუცილებლად უნდა იჩქარო, იმიტომ, რომ სასაჩუქრე ბილეთები შეზღუდულია

ფრენის ბილეთების შესაძენად ამ ლინკზე გადადი – fly.tkt.ge

და თუ ისედაც აპირებ ჩვენგან დამოუკიდებლად რბოლაზე დასასწრები ბილეთის შეძენას, მაშინ აქ დააკლიკე – tkt.ge