იყიდე მატარებლის ბილეთი და მიიღე ულიმიტო წვდომა “საბა”-ს ელ. წიგნებზე

“გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეს” ვუყურეთ რამდენიმე დღის წინ, სადაც რატი ამაღლობელმა ჩვენთვის ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა. თურმე, 2022 წელს ელექტრონული წიგნების კითხვადობამ 2021 წლის კარანტინის პერიოდს აჯობა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, იზრდება და იზრდება ციფრული ლიტერატურის მიმართ ინტერესი და ადამიანები კიდევ უფრო მეტ დროს ხარჯავენ კითხვაში.

თავად რატისგან რომ მოისმინოთ ეს ამბავი, გიზიარებთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ჩვენ, იმიტომ რომ, ასეთ კარგ საქმეებს მუდმივად გვინდა ხელი შევუწყოთ, ჩვენს მომხმარებელს ძალიან კარგ რამეს ვთავაზობთ:

თუ უახლოეს პერიოდში აპირებ მატარებლით ნებისმიერი, (კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, ნებისმიერი) მიმართულებით გამგზავრებას, და რაღა თქმა უნდა ბილეთს ჩვენთან შეიძენ, ჩვენ 1 თვის განმავლობაში გაძლევთ საბაზე ულიმიტო წვდომას. რაც იმას ნიშნავს, რომ შენს ხელთაა 7 ათასი წიგნი, შენი პირადი ბიბლიოთეკა და სასურველი ლიტერატურა.

ვფიქრობთ, მატარებელში წიგნის კითხვას მაინც სხვა ხიბლი აქვს. გარედან შემოსულ ლიანდაგების ხმას, ფანჯარაში არეკლილ ხეებს და ვაგონში სითბოს, სრული კომფორტისთვის ალბათ ლიტერატურული პერსონაჟები აკლია, რომლის დანაკლისიც შენ ამ შეთავაზების შემდეგ ნამდვილად არ გექნება.

შესაჯამებლად მაინც ჩამოგიწერთ, რა უნდა გააკეთო:

რკინიგზის ბილეთის შეძენის შემდეგ, შეტყობინების სახით მიიღებ კოდს , რომლის “საბა”-ს აპლიკაციაში გააქტიურებისა და რეგისტრაციის შემდეგ გექნება წვდომა საბას ელ. წიგნებზე.
კოდის აქტივაციის დღიდან 1 თვიანი ულიმიტო წვდომა გექნება “საბას” სრულ  ბიბლიოთეკაზე, რაც გულისხმობს 7 000-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნზე წვდომას. 
კოდის აქტივაცია შესაძლებელი იქნება პირველ ივნისამდე.
პაკეტი მოიცავს 4 წიგნს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალურ თაროზე ერთდროულად 4 წიგნზე  მეტის განთავსება არ არის შესაძლებელი,
თუმცა წიგნების ჩანაცვლება ულიმიტოდ შეგიძლია: კითხვის დასრულების, წიგნის არ  მოწონების ან სხვა ნებისმიერ შემთხვევაში. 

სულ ესაა, აი ასე, მარტივად, შენ ყიდულობ მატარებლის ბილეთს და ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას წაიკითხო წიგნები ყველგან, სადაც გაგიხარდება 🙂