თქვენთვის ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს! ჩვენ, TKT.GE, როგორც ოფიციალური ‘რესელერი’, ვყიდით ჩემპიონთა ლიგის ბილეთებს, დიახხ!! უფრო კონკრეტულად კი, BARCELONA FC – INTERNAZIONALE თამაშს. რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა საიტებზე ბილეთებისა და ადგილების ძებნა აღარ მოგიწევთ. აკრეფთ www.tkt.ge-ს, შეხვალთ ღონისძიების ლინკზე და პირდაპირ კამპ ნოუს დიდ სტადიონზე თქვენთვის სასურველ ადგილს შეიძენთ იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს დაესწროთ და დააუვიწყარი ემოციებით აივსოთ.

ახლა კი, ზოგადად, რაღაც ამბებს მოგიყვებით:

1992 წლის ერთ მშვენიერ დღეს, UEFA-მ გადაწყვიტა, “ევროპის თასის” შეჯიბრისთვის (Europian Cup) სახელი გადაერქმია და მისთვის ახალი სახელწოდება – ჩემპიონთა ლიგა (Champions League) მიენიჭებინა. ამის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში, ჩემპიონატი უფრო ექსკლუზიურ მოვლენად იქცა.

ჩემპიონთა ლიგა არის მსოფლიოში უდიდესი სპორტული ღონისძიება, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში გრძელდება და მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს მატჩები მსოფლიო ჩემპიონატსაც არ ჩამოუვარდება.

ხოდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატი დაიწყო. მასპინძლობას ევროპის სხვა გუნდებს, ამჯერად ბარსელონა, ევროპაში ყველაზე დიდი და ტევადი – კამპ ნოუს სტადიონით გაუწევს.

ისე, ერთ საინტერესო ამბავსაც მოგიყვებით

ლადისლაო კუბალა

კამპ ნოუს სტადიონის აშენებას, ლადისლაო კუბალას უნდა ვუმადლოდეთ. იმდენად ბევრი ადამიანი იკრიბებოდა მისი თამაშების სანახავად, რომ არსებული სტადიონი (Les Corts) ვეღარ იტევდა გულშემატკივრების რაოდენობას.

ხან რა მოიფიქრეს, ხან როგორ არ ეცადნენ სტადიონის გაფართოებას და ბოლოს, როცა ერთ-ერთ თამაშზე მოსული ადამიანების რაოდენობამ 60,000-ს მიაღწია, კამპ ნოუს სტადიონის აშენების იდეაც დაიბადა.

მშენებლობა 1954 წელს დაიწყო და ზუსტად 3 წელიწადში, 1957 წელს დასრულდა.

ამ სტატიას ხომ იმისთვის ვწერთ, რომ კიდევ ერთხელ გითხრათ: ბარსელონა vs ინტერის თამაშის ბილეთის შეძენა, პირდაპირ ჩვენთან, tkt.ge-ზე შეგიძლია და წარმოიდგინე, აი ამ სტადიონზე, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის ემოციებს არც მეტი, არც ნაკლები, 99,353 ადამიანთან ერთად გაიზიარებ!

იმიტომ, რომ სტადიონის სახურავი უზარმაზარია და მზის სხივები ბალახზე საკმარისად ვერ აღწევს, მას მუდმივად ცვლიან და ვიფიქრეთ, თუ ჩვენნაირად ასეთი (ზუსტი თარგმანი ვერ შევურჩიეთ და satisfying) ვიდეოები მოგწონთ, 53 წამიან სიამოვნებას მოგგვრიდით.

ბარსელონას გულშემატკივრები თუ ხართ და აღნიშნულ თამაშზეც (Barcelona FC – Inter Milan) წახვალთ, იქვე შეგიძლიათ მუზეუმშიც შეიაროთ, სადაც კლუბის ყველა მოგებულ თასს ნახავთ.

ვიზიტი შეგიძლიათ წინასწარ ამ წინადადებაზე დაკლიკვით დაჯავშნოთ

მოკლედ, ბარსელონა და ინტერი ერთმანეთს კამპ ნოუს სტადიონზე 12 ოქტომბერს შეერკინებიან, ხოდა, ჩვენთან კიდე, შეგიძლია ამ თამაშის ბილეთები შეიძინო და ჩვენი აზრით, ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც მართლა არ უნდა “გამაზო”.

და ისიც არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენთან ბარსელონას მიმართულებით ფრენის ბილეთის შეძენაც შეგიძლია, ამისთვის კი აი ამ წინადადებას დააკლიკე.

ეს სიახლე ჩვენთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს და აქვე გეტყვით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ, tkt.ge-ს მთელი გუნდი კიდევ სხვა საერთაშორისო ღონისძიებებს ძალიან მალე შემოგთავაზებთ

მანამდე კი, აბა, შენ იცი! ზოგადად ფეხბურთის და მითუმეტეს ასეთი თამაშის ყურება სტადიონზე, საერთოდ სხვა გამოცდილებაა და ზუსტად ვიცით, არასოდეს დაგავიწყდება.