აქ იმისთვის შემოგიყვანეთ, რომ მოგიყვეთ, რამდენი კარგი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ fly.tkt.ge-ზე ახლავე შეხვიდეთ, აირჩიოთ სტამბოლის მიმართულება და უახლოეს მომავალში ამ დიდებულ ქალაქს ესტუმროთ.
1. გაუფასურებული ლირა
პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ლირა დოლართან მიმართებაში ძალიან (მეტი რომ არ შეიძლება) ისეთი გაუფასურებულია. დღევანდელი მონაცემებით, 1 დოლარი – 13.46 ლირაა, რაც ნიშნავს იმას, რომ სტამბოლში ჩასვლა, შოპინგი და სახლში გადატენილი ჩემოდნებით დაბრუნება – ერთია.
2. მარტივი წესები საზღვარზე
მეორეც, იმას გეტყოდით, რომ სტამბოლში გამგზავრება, მსოფლიოში საზღვარზე გართულებული მოთხოვნების მიუხედავად, ძალიან მარტივია. ახლა რასაც ჩამოგითვლით, მთავარია რომელიმე (ერთ-ერთი) მათგანი წარადგინოთ და თურქეთის საზღვარსაც მარტივად გადაკვეთთ.
- კოვიდ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (Covid-Pass) – ვაქცინის ბოლო დოზიდან უნდა იყოს გასული 14 დღე
- ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ გაქვთ Covid19 გადატანილი, მისი დამადასტურებელი დოკუმენტი
- გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი, ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი
დიახ, სტამბოლი ერთ-ერთი გამონაკლისია იმ ქალაქებს შორის, რომელთაც შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც ესტუმროთ, თუ აცრილი არ ხართ.
3. შოპინგი
მოდი, მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ – შოპინგი. სტამბოლი შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა, ხოდა ჩვენც გვინდოდა, 4 ადგილი გვერჩია, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ რამე შეიძინოთ, არამედ თუნდაც იმისთვის, თვალს წყალი დაალევინოთ, ამ მხრივ სხვანაირი სტამბოლი გაიცნოთ და ახალი აღმოჩენები გააკეთოთ:
1. წიგნის ბაზარი
ჩამონათვალს ამ ადგილით იმიტომ ვიწყებთ, რომ ვიცით, სტამბოლში ჩასულები, Grand Bazaar-ს აუცილებლად ესტუმრებით. წიგნის ბაზარიც მანდვეა, ძალიან ახლოს, ამიტომ ვიფიქრეთ, გზად აუცილებლად უნდა გაიაროთ.
წიგნის უძველესი მაღაზიები საუკუნეზე მეტია სტამბოლს ღირსეულად ემსახურება. იქ აღმოაჩენთ უძველეს წიგნებს, რომლებსაც თავისი უნიკალური ისტორია აქვთ.
ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო გამოცდილება გელით, განსაკუთრებით მათ, ვისაც სიძველეები და ანტიკური პერიოდები გაინტერესებთ
მისამართი: Beyazıt Square, Beyazıt
2. Çukurcuma
გვიანი მე-19 საუკუნის ავეჯი, კერამიკა, უძველესი ნახატები, ვინტაჟური ტანსაცმელი და დეკორატიული ჭურჭელი – მოკლედ, ვინტაჟური ნივთები თუ გიზიდავთ, მაშინ ამ უბანს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. მთელს ჩაყოლებაზე პატარა ბუტიკები ისე მიმზიდველად და საინტერესოდ გამოიყურება, ვფიქრობთ, დროის დახარჯვა აუცილებლად ღირს.
გირჩევთ: აუცილებლად ჩაიცვით კომფორტული, სპორტული ფეხსაცმელი, რიყის ქვის ზოლებზე სეირნობა მარტივი საქმე არაა 🙂
3. Kurukahveci Mehmet Efendi
ეს ყველაზე პოპულარული ყავის მწარმოებელია, რომელიც მსოფლიოს ნამდვილი ყავის გემოზე 1871 წლიდან ესაუბრება.
გიყვართ ეს სასმელი თუ არა, ვფიქრობთ, ამ ადგილს მაინც უნდა ესტუმროთ – ვინ იცის, იქნებ და, ნამდვილი ყავის არომატს რომ ეზიარებით, შეგიყვარდეთ კიდეც?
თუ მაინცდამაინც, თქვენი გული ვერც თურქულმა ყავამ მოიგო, შეგიძლიათ მეგობრისთვის, ან ოჯახის წევრისთვის შეიძინოთ – დაგვერწმუნეთ, ყავის მოყვარულს ამ საჩუქრით გულს ძალიან გაუხარებთ
მისამართი: Tahmis Sokak 66, Eminönü
4. Nişantaşı
რა თქმა უნდა, ამ სიაში ნიშანტასის სავაჭრო ცენტრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ფართო არჩევანი, ფასდაკლებები და ყველა ბრენდი ერთ სივრცეში – პრინციპში, მეტი საუბარი არც გვჭირდება, არა?
თანაც, ახლა ფასდაკლებების სეზონია და ვფიქრობთ, სტამბოლში გასამგზავრებლად ყველაზე კარგი პერიოდი სწორედ ახლაა
4. რატომ TKT?
- ჩვენთან ბილეთის შეძენის პროცესი მარტივია
- აპლიკაციით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი
- გვაქვს ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასები
- ამ პერიოდში სტამბულის ბილეთის საფასური 190 ლარიდან იწყება
სტატიის ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ თუ ხართ კონცეპტის წევრი და ფრენის ბილეთს ჩვენი აპლიკაციიდან შეიძენთ, თითო ბილეთზე 50 ლარიანი ფასდაკლება მოქმედებს – ანუ, ბილეთს 50 ლარით ნაკლებად შეიძენთ, მშვენიერია, რას იტყვით?
და ჰო, კინაღამ გამოგვრჩა, სანამ სტამბოლში გაფრინდებით, აუცილებლად დარეგისტრირდით ამ ბმულზე – https://register.health.gov.tr/
აბა, მშვიდობიან ფრენასა და მოგზაურობას გისურვებთ