webcam.gudauri.info

სანამ ახალ ამბავს მოგიყვებით, მანამდე ვეცდებით განწყობა შეგიქმნათ და გეტყვით, რომ ეს ფოტო სულ ახლახანს გადავიღეთ გუდაურის ვებ-კამერიდან. შესაბამისად, უფრო მეტად გაგვიმარტივდება გითხრათ, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და საყვარელ მთის კურორტზე ნამდვილი ზამთარია, უფაფუკესი თოვლი ამშვენებს გუდაურს და სასრიალოდაც იდეალური ამინდია. (და არა მხოლოდ გუდაურში, ასეთი ამბავია სხვა მთის კურორტებზეც)

სრიალის მოყვარულები, ამ სეზონს ყველაზე მეტად ველოდებით ხოლმე. თანაც ამ ბოლო დროს, მაშინ, როდესაც სასრიალოდ, ბაკურიანსა და გუდაურს სხვა კურორტებიც – გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი შეუერთდა, არჩევანი დიდი გვაქვს. მოვკიდებთ ხელს ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნამდვილ ზამთრულ დასვენების დღეებს მოვიწყობთ.

ფოტო: georgianjournal.ge

ძალიანაც რომ არ გავერთოთ იმაზე საუბრით, თებერვალი რატომ არის ზამთრის საუკეთესო თვე და როგორი შესაბამისი ამინდებია ახლა ჩვენი მთის კურორტებზე, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენთან უკვე მულტიქარდ ბარათის შეძენა, რიგების გარეშე შეგიძლიათ.

რა არის მულტიქარდ ბარათი?

ეს არის იგივე Ski Pass, რომელსაც, ამ შემთხვევაში ჩვენ, tkt.ge გთავაზობთ

რომელ კურორტებზე შემიძლია ვისარგებლო?

საქართველოს ნებისმიერ მთის კურორტზე – გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე, ჰაწვალსა და თეთნულდზე

როგორ ვისარგებლო ამ შემოთავაზებით?

მარტივად – მულტიქარდს შეიძენ ონლაინ, და პირდაპირ მიაბამ შენს tkt-ს ექაუნთს, საიდანაც ყოველ ჯერზე, მარტივად შეავსებ ბალანსს

სად ავიღო ბარათი?

ამ კითხვაზეც მარტივი პასუხი გვაქვს – კურიერი თბილისის ტერიტორიაზე ნებისმიერ ადგილას მოგიტანს ბარათს

რამდენჯერ შემიძლია გამოვიყენო ბარათი და როგორ შევავსო ბალანსი?

ამ კითხვაზე პასუხს ძალიან დიდი სიამოვნებით გაგცემთ, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი სერვისით სარგებლობას, ბენეფიტები ყოველთვის აქვს.

ბარათი მრავალჯერადია, რამდენჯერაც გინდა, რომელ კურორტზეც გინდა და როცა გინდა, სარგებლობ მულტიქარდ ბარათით და თანაც ბალანსს, ყოველგვარი რიგების გარეშე, შენივე ხელით, ონლაინ ავსებ – აი ასე, მარტივად!

აბა, კარგ დაშვებას, სასიამოვნო დროის გატარებას და უსაფრთხო დასვენებას გისურვებთ!