როგორც იქნა, პანდემია ბოლო დღეებს ითვლის და ახლა თავისუფლად შეგვიძლია, ვიმოგზაუროთ და ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვილი ოცნებების ასრულება დავიწყოთ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი, დარწმუნებული ვართ, ბარსელონაა – მზის ქალაქი, ქვიშის სანაპიროები, ლამაზი არქიტექტურა, ზღვა..

ამ შემთხვევაში, ჩვენს ბლოგში არ მოგიყვებით, რომელ მუზეუმებს, გალერეებს, ქუჩებსა და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს გავუწევდით რეკომენდაციას. ამ ბლოგში უბრალოდ მოგიყვებით, ამ ყველაფრის (რომლის დაგეგმვაც შენთვის მოგვინდია) გარდა, კიდევ რა შეიძლება განტვირთვისთვის და დროის კარგად გასატარებლად გააკეთო.

აი, მაგალითად:

სანაპიროზე ფრენბურთი რომ გეთამაშა?!

მეგობრებთან ერთად ქვიშის სანაპიროზე რომ გახვალ, მზეს მიეფიცხებით და ზღვაში გაცურავთ, შეგიძლიათ ფრენბურთის თამაშითაც შეიქციოთ თავი. თან გაერთობით, თან დროს გაიყვანთ და თან ახალ ადამიანებსაც გაიცნობთ.

და ბარემ, საუკეთესო სანაპიროებს გირჩევთ, ფრენბურთის სათამაშოდ

ესენია:

  • Playa de la Nova Icària
  • Playa de Bogatell Barcelona

იახტას ხომ არ იქირავებდით სამეგობრო?

რავიცით, რატომაც არა?

იახტის ქირაობა რამდენიმე საათით, ხმელთაშუა ზღვის გულში, არ უნდა იყოს ცუდი იდეა. არსებობს ასეთი საიტი Barcelonasailboats.com – სადაც შეხვალ და წინასწარ დაჯავშნი პირად იახტას, საათები და ფასები იქვეა მითითებული.

ჩვენც რომ გადავხედეთ, მგონი, ადეკვატური ფასებია იმ შემთხვევაში, როცა თანხა რამდენიმე ადამიანზე ტყდება, თანაც, აქვე გეტყვით, რომ ფასში შედის:

  • სნექები
  • თითო სასმელი ერთ პერსონაზე

კარგი დროის გასატარებლად, Pub Crawl-შიც შეიარეთ

როდესაც ამ სტატიას შენთვის და შენი სამეგობროსთვის ვამზადებდით, რამდენიმე მოგზაურის ბლოგში, ამ ადგილის შესახებ წავიკითხეთ, მერე ინტერნეტშიც გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ მაღალი შეფასება აქვს და მგონი, არ უნდა იყოს ცუდი.

შესვლის საფასური დაახლოებით 15-20 ევროა და როგორც ამბობენ, ძალიან, ძააალიან კარგი ადგილია იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად საღამო გაატარო, დალიო, იცეკვო და ბედნიერი დაბრუნდე სახლში.

ასევე, წასვლამდე, თვალი ადევნე მიმდინარე ფესტივალებსაც

სამ მნიშვნელოვან ფესტივალს გამოვყოფდით, რომელსაც ბარსელონაში ყოფნის დროს, შეგიძლია შეუერთდე და კარგი დრო გაატარო, ესენია:

ზაფხულს მუსიკალური ფესტივალები ძალიან უხდება, თანაც მაშინ, როდესაც უცხო ქვეყანაში ხარ და თუნდაც, ეს უცხო ქვეყანა – ბარსელონაა – ბედნიერების და მზის ქალაქი.

ზემოთ ჩამოთვლილ ფესტივალების სახელებს, შეგიძლია დააკლიკო და გადაგამისამართებს ოფიციალურ საიტებზე, სადაც შესაბამის დღეებს, თვეებსა და ლაინაფს შეხვდები – ბილეთების ყიდვაც ამავე საიტებზე შეგიძლია.

განტვირთვისთვის, შეგიძლია საღამოს კინოს სანაპიროზე, დიდ ეკრანზე უყურო

38. Beach Cinema

დაგვეთანხმები ალბათ, რომ ასეთ ღონისძიებებზე ყოფნა, მხოლოდ ფილმის კი არა, ალბათ უფრო იქ დატრიალებული აურის გამო ღირს. თუ ასეთი რაღაცები გიზიდავს, მაშინ, ერთი მშვიდი საღამოს გატარებას ბარსელონაში, ქვიშის სანაპიროზე, ღია კინოთეატრში გირჩევდით.

რომელ დღეს, რომელ საათზე, რა ფილმის ჩვენება იგეგმება, ამ ლინკზე შეგიძლია ნახო – beach cinema Lliure.

და ხო, აქვე გეტყვით, თანხა საერთოდ არ დაგეხარჯება, ფილმის ჩვენება უფასოა.

ბოლოსკენ, იმასაც შეგახსენებ, რომ თუ ბარსელონაში (და არა მხოლოდ) მოგზაურობას გეგმავ, ბილეთების შეძენა ჩვენთან, უმარტივესად, fly.tkt.ge-ზე შეგიძლია.

აბა, მშვიდობიანი მგზავრობა და ძალიან მაგარი დასვენება გვისურვებია

Adios