პანდემიიდან გამომდინარე, უამრავი შეზღუდვა არსებობს როგორც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქალაქში, ისე საჰაერო თუ სახმელეთო მიმოსვლების დროს.

სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ დროს უამრავი კითხვა გიჩნდებათ, ეძებთ სხვადასხვა სივრცეში პასუხებს და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დღევანდელი სტატიაც ყველაზე აქტუალური თემისთვის დაგვეთმო – რა უნდა იცოდეთ, როდესაც საქართველოში ბრუნდებით

მაშ ასე, დავიწყოთ:

თუ ვაქცინა გაქვთ გაკეთებული და საქართველოში მოფრინავთ

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვარზე წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, თავისუფლად შეეძლება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

*იგულისმება ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზა, ხოლო Jonson&Jonson – ერთი დოზა

თუმცა, გამონაკლისია ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირის შემოსვლა (მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინის სრული კურსის ქონისა). ასევე, იმ პირების, რომლებსაც აქვთ ინდოეთში მოგზაურობის ისტორია (უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში). ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაექვემდებარებით საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ – სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

თუ ვაქცინა არ გაქვთ გაკეთებული და ისე მოფრინავთ სამშობლოში

ასეთ შემთხვევაში:

1. თუ საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს წარადგენს, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8 დღიან თვითიზოლაციას, ან, მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით.

2. თუ არ წარადგენთ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის პასუხს, დაექვემდებარებით 8 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.

რომელი ქვეყნის მოქალაქეებსა და მოგზაურებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  • ისრაელის სახელმწიფო
  • თურქეთის რესპუბლიკა
  • შვეიცარიის კონფედერაცია
  • ნორვეგიის სამეფო
  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  • საუდის არაბეთის სამეფო
  • კატარის სახელმწიფო
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები
  • ბაჰრეინის სამეფო
  • სომხეთის რესპუბლიკა
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  • უკრაინა
  • ყაზახეთის რესპუბლიკა
  • რუსეთის ფედერაცია
  • ბელარუსის რესპუბლიკა
  • უზბეკეთის რესპუბლიკა
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა
  • თურქმენეთი

ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

  1. საზღვარზე უნდა წარადგინოთ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის დამაკმაყოფილებელი დოკუმენტი.
  2. საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უნდა ჩაიტაროთ PCR კვლევა.
  3. აუცილებლად უნდა შეავსოთ სპეციალური ანკეტა გამომგზავრებამდე, სადაც უნდა მიუთითოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე, უნდა მიუთითოთ, სად გაჩერდებით, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ
  4. თუ თქვენ, გამომგზავრებამდე გიფიქსირდებათ, ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, აუცილებლად დაექვემდებარებით საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ამ ინფორმაციას მხოლოდ იმას დავამატებდით, რომ თუ საქართველოში ჩამოსვლას აპირებთ, ბილეთების ყიდვა ჩვენთან შეგიძლიათ – www.fly.tkt.ge – ზე

სასიამოვნო ფრენას და რაც მთავარია – ჯანმრთელობას გისურვებთ !