ჩვენ ისევ დავფრინავთ – ეჭვი ხომ არ გეპარებოდათ?
საზღვრის კვეთა შედარებით გამარტივდა და ნელ-ნელა სხვადასხვა შეზღუდვაც იხსნება მსოფლიოს არაერთ ქალაქში, ამიტომ ვიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ შეგვეხსენებინა – ჩვენ ისევ დავფრინავთ, მოგვეწოდებინა თქვენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია
*პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ და გეტყვით, რომ თუ ჩვენთან ამ სტატიის ბოლომდე დარჩებით, პატარა სიურპრიზს შემოგთავაზებთ
1. აპოსტილი VS Covid Pass
“აპოსტილი საჭიროა?”; “რამდენიმე საათში მივფრინავ და რა ენებზეა აპოსტილი დასამოწმებელი?”; “აპლიკაცია გადმოვწერე და აპოსტილი მაინც მჭირდება?” – ამ და სხვა სახის შეკითხვებზე, სადაც აპოსტილია გაკვრითაც კი ნახსენები, პასუხია – არა!
იმისთვის, რომ მშვიდად გადაკვეთოთ საზღვარი, გჭირდებათ აპლიკაციაში დარეგისტრირება, საკუთარი მონაცემების შეყვანა და… და პრინციპში, სულ ეგაა!
2. Georgia E-Health
აი, ამ აპლიკაციაზე გესაუბრებოდით.
გადმოსაწერი ბმულები:
- ანდროიდის მომხმარებლებისთვის – https://play.google.com/store/apps/details…
- iOS მომხმარებლებისთვის – https://apps.apple.com/ge/app/georgia-e-health/id1590322048
და დიახ, ამ აპლიკაციის QR კოდს თავისუფლად აღიქვამს ევროპის ქვეყნების წამკითხველები. აპლიკაციაში თქვენზე არის ინფორმაცია, როდის და რამდენჯერ გაქვთ აცრა გაკეთებული, გაქვთ თუ არა კოვიდი გადატანილი და ბოლოს როდის გაქვთ სწრაფი თუ PCR ტესტი ჩატარებული.
თუმცა, არსებობს გარკვეული ქვეყნები, რომლებსაც საზღვარზე Covid Pass-ის გარდა, სხვა მოთხოვნებიც აქვთ, ამიტომ, ბილეთის შეძენამდე, აუცილებლად ეწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს და კარგად გაეცანით საზღვარზე შესვლის პირობებს
3. ბუსტერ დოზა და PCR ტესტი გაფრენამდე 72 საათით ადრე
ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენც გვინდა, ერთი სრული და ამომწურავი პასუხი არსებობდეს, თუმცა საზღვარზე, სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ზოგისთვის ისევ წითელ ზონაში ვრჩებით, ზოგი სულაც არ ითხოვს PCR ტესტსა და იზოლაციას, ზოგი ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში გაშლილი ხელებით გველოდება, ზოგისთვის კი, ბუსტერი არაფერს ცვლის.
ამიტომ, განვმეორდებით და გეტყვით, აუცილებლად ეწვიეთ ამ ბმულს და კარგად გაეცანით, რას ითხოვს ესა თუ ის ქვეყანა საზღვარზე.
*აბა, ხომ გახსოვთ სტატიას ბოლოს რომ ჩაუყვებით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ^^
4. TKT.FLY აპლიკაცია
ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე და ვცდილობთ, თქვენთვის, ბილეთის შეძენის პროცესი იყოს რაც შეიძლება მარტივი და სწრაფი. სწორედ ამიტომ, თქვენ წინაშეა FLY.TKT.GE – ის აპლიკაცია
რა თქმა უნდა, აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის:
- Android – https://apps.apple.com/id/app/tkt-fly/id1538994449
- iOS – https://play.google.com/store/apps/details?id=com.flytktmobile&hl=en
ჩვენ ჩვენსავე აპლიკაციაზე საუბრით ბევრს არ დაგღლით, თავად ნახავთ, ბილეთის შეძენის პროცესი რამდენად მარტივია, ამიტომ შეფასება, თქვენთვის მოგვინდია
5. და ბოლოს, როგორც შეგპირდით, ბონუსი
ამ ამბის გაზიარება იმდენი ხანია გვინდა, კინაღამ ბლოგის დასაწყისშივე (და ხანდახან შუაშიც, წერის დროს) წამოგვცდა, თუმცა მოულოდნელობის ეფექტის მომხრე ვართ დააა აი ისიც:
თუ თქვენ ხართ თიბისი კონცეპტის წევრი, მაშინ, ჩვენი აპლიკაციით თვითმფრინავის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ 50 ლარიანი ფასდაკლებით, ნებისმიერი მიმართულებით.
ოღონდ: ბილეთის შეძენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ აპლიკაციით (და არა საიტის მეშვეობით) და აუცილებლად უნდა იყოთ თიბისი კონცეპტის წევრი.
ამ ბლოგს ამ (ჩვენი აზრით, ძალიან სასიხარულო) ინფორმაციით ვასრულებთ. მშვიდობიან და უსაფრთხო ფრენასა და მოგზაურობას გისურვებთ
და გახსოვდეთ, ჩვენ ისევ (და სულ) დავფრინავთ