რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მიფრინავთ

მიუხედავად იმისა, რომ ახალი, 2021 წელი დაიწყო, პანდემიის გამო სპეციალური შეზღუდვები მსოფლიოში ისევ გრძელდება. განსაკუთრებით რთულია ახლა, ამ პერიოდში საზღვრის გადაკვეთა.

თუმცა, იმიტომ, რომ ჩვენთან უკვე ბილეთების შეძენაც შეგიძლიათ, ვიფიქრეთ, რომ უამრავ დასმულ კითხვას ამ პერიოდში გამგზავრებასთან დაკავშირებით, პასუხს გავცემდით და საქმეს ოდნავ გაგიმარტივებდით.

მაშ ასე, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მიფრინავთ:

გერმანია

პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ გერმანიაში ტურისტული მიზნით გამგზავრება ნებადართული არ არის.

ქვეყანაში მხოლოდ ორ შემთხვევაში შეგიძლიათ შესვლა

  1. თუ თქვენ გაქვთ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნებისა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება
  2. ევროკავშირის, შენგენის, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, ნორვეგიის ან ლიხტენშტეინის მოქალაქე ოჯახის წევრებზე (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი)

სხვა დანარჩენი პირებისთვის, ქვეყანაში შესვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება, მაგ:

  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი
  • მაღალკვალიფიციური მუშახელი
  • სტუდენტები (რიგ შემთხვევაში)

და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ საიტზე – www.einreiseanmeldung.de მგზავრობის რეგისტრაციის გავლა

ნიდერლანდები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოდან გამგზავრება მხოლოდ 3 შემთხვევაში შეგიძლიათ

  1. თუ ფლობთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შენგენის ზონის ქვეყნის ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას ან/და ცხოვრობთ ამ ქვეყნებში. ნიდერლანდებში შესვლის უფლება ასევე აქვთ ასეთი პირების ოჯახის წევრებსაც
  2. თუ ფლობთ ნორვეგიის, ისლანდიის, შვეიცარიის, მონაკოს, ანდორას, სან მარინოს ან წმინდა საყდრის (ვატიკანის) მოქალაქეობას ან ბინადრობის ნებართვას. (ქვეყანაში შესვლის უფლების შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. თუმცა, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ვრცელდება თუ არა ოჯახის ასეთ წევრზე სავიზო მოთხოვნები)
  3. თუ ფლობთ ბინადრობის ბარათს, ან ბინადრობის ნებართვას გრძელვადიანი რეზიდენტების შესახებ. (ნიდერლანდებში შესვლის უფლებით შეიძლება ისარგებლონ ასეთი პირის ოჯახის წევრებმაც, რომლებიც მგზავრობენ მასთან ერთად, ან ერთიანდებიან უკვე ნიდერლანდებში მყოფ ასეთ პირთან. აქაც, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, ვრცელდება თუ არა ოჯახის ასეთ წევრზე სავიზო მოთხოვნები)

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნიდერლანდებში შესვლისთვის სავალდებულოა PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ვალდებულება ვრცელდება ყველა მგზავრზე. განაცხადის ფორმაზე და დეტალებზე კითხვები თუ გაქვთ, ეს საიტი დაგეხმარებათ – https://geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/237 

უკრაინა

უკრაინაში გამგზავრების შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ მოქალაქეობა, უნდა წარადგინოთ სპეციალური დაზღვევა:

  • კარანტინის პერიოდში უკრაინაში შესვლის მიზნით, დაზღვევის ასეთი პოლისი (მოწმობა, სერთიფიკატი) უნდა გაიცეს უკრაინაში რეგისტრირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ, ან უცხოური სადაზღვეო კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს წარმომადგენლობა უკრაინის ტერიტორიაზე, ან სახელშეკრულებო ურთიერთობები პარტნიორ-სადაზღვეო კომპანიასთან უკრაინაში და უნდა ფარავდეს COVID 19 – ის მკურნალობის, ობსერვაციის ხარჯებს – რა თქმა უნდა, მოწმობა უნდა მოქმედებდეს პიროვნების უკრაინაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში

ასევე, უკრაინაში იზოლაციის პროცედურის გავლის გარეშე შეგიძლიათ გაემგზავროთ პირები, მხოლოდ ერთ შემთხვევაში:

  • კერძოდ, უკრაინაში შესვლის მიზნით სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით აუცილებელი ობსერვაციისა და თვითიზოლაციისგან გათავისუფლებული არიან დამოუკიდებელი შეფასების და მისაღები გამოცდების მონაწილეები ერთ თანხმლებ პირთან ერთად. კერძოდ საგანმანათლებლო ცენტრების „ყირიმი-უკრაინა“ და „დონბასი-უკრაინა“ მეშვეობით ვინც ირიცხება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების (პროფესიული სასწავლო დაწესებულების) მოწვევით, თუ არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ აღნიშნული პირები იყვნენ კონტაქტში COVID-19-ით დაავადებულ პირთან

თურქეთი

თურქეთში გამგზავრებისას, აუცილებლად უნდა წარადგინოთ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ წარმოადგენთ აღნიშნულ ცნობას, ვალდებული გახდებით დაექვემდებაროთ თვითიზოლაციას, თქვენ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ)
  • თუ თქვენ არ გექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადაყვანილი იქნებით ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.

გაითვალისწინეთ, რომ თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში

ბოლოს კი გეტყვით, რომ ყველა შესაძლო ბილეთის ნახვა ამ წინადადებაზე დაკლიკებით შეგიძლიათ.

მსგავსი პოსტები