ამინდებს თუ არ შევიმჩნევთ, ისე, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხული გვიახლოვდება – რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გონება მხოლოდ ზღვაზე, მზეზე, დასვენებასა და შვებულებაზეა კონცენტრირებული. ვიწყებთ ნელ-ნელა ბილეთების ფასების შეთვალიერებას, სასტუმროებისა და ბინების შერჩევას, აუცილებლად სანახავი ადგილების გუგლში სერჩვას და უუუჰ, რა დათვლის წინა სამოგზაურო აურზაურსა და სასიამოვნო ქაოსს.

via GIPHY

ბევრი ვიფიქრეთ, რაზე შეგვეძლო რეკომენდაცია გაგვეწია, გვერჩია სად წასულიყავი და ბოლოს, რაღაცნაირად, საბერძნეთზე შევჯერდით. კუნძულებზე ვიფიქრეთ, მოგიყვებოდით, ოღონდ არა სანტორინსა და ძვირადღირებულ ადგილებზე, არამედ ისეთ კუნძულებზე, სადაც ბიუჯეტურად შეძლებთ დასვენებას.

აბა, მეტი შესავლით არ შეგაწყენთ თავს და პირდაპირ დავიწყებთ:

(ლათინურად ვუთითებთ სახელებს იმისთვის, რომ მათი მოძიება ინტერნეტში გაგიმარტივდეს)

1. Andros

ეს კუნძული მიკონოსსა და სანტორინს ემეზობლება, თუმცა მათგან განსხვავებით, არც ტურისტების სიმრავლით და არც მაღალი ფასებით გამოირჩევა. ესთეტიკითა და ფერებით, სანტორინს წააგავს, აქაც ლამაზი არქიტექტურაა და რაც მთავარია, შედარებით მშვიდი, ნაკლები ხალხით დატვირთული სანაპიროებია.

ამ კუნძულზე, ქალაქი აუცილებლად მოიარე – Embirikou Street არის ქუჩა, რომელზეც მხოლოდ ფეხით მოსიარულეები დადიან და არაფერი დაიშვება, რასაც ბორბალი აქვს. ამ ქუჩიდან სეირნობით, გახვალ Kairis Square – ზე, სადაც უამრავი კაფე-ბარებია და ეს ყველაფერი, ვიზუალურად, აუცილებლად გადაგაგდებს 60-იანი წლების ბერძნულ ფილმებში.

აუცილებლად დააგემოვნე ადგილობრივი, უგემრიელესი სამზარეულო და ყველი! მზის ყველა ჩასვლასაც უყურე

2. Crete

კრეტა საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური ტურისტული სეზონი აქვს, ბიუჯეტური დასვენებისთვის, ეს კუნძული საბერთძნეთში, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. კრეტაზე ბევრი რამ არის სანახავი, რაც დროს სასიამოვნოდ გაგაყვანინებთ, ტრანსპორტით მგზავრობა 2 ევროზე ნაკლები დაგიჯდებათ და სანაპირო ამ კუნძულს იმდენი აქვს, რომ ყოველდღიურად ასარჩევად გექნებათ საქმე.

 კრეტაზე აუცილებლად ეწვიე chania old town-ს, რომელიც თავისი ლამაზი, პატარა, ფერადი შენობებითა და ლაბირინთებით, აუცილებლად მოგხიბლავს და თავს დაგამახსოვრებს. Heraklion-შიც წადი, კრეტას დედაქალაქში, რომელიც სავსეა პატარ-პატარა მუზეუმებით, ღია კაფეებითა და ულამაზესი სანაპიროებით. 

3. Lefkada

ეს კუნძული საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე იაფიან კუნძულებს შორის შედის. აქ თუ მოხვდები, რამდენიმე რჩევას მოგცემდით:

  1. აუცილებლად დააგემოვნე აქაური სამზარეულო
  2. მზის ჩასვლას, აი, ფოტოზე რომ კაფეს ხედავ, იქიდან უყურე, ერთხელ მაინც, აუცილებლად!
  3. ლეფკადას შუქურაც მოინახულე, საოცარი სილამაზე გადაგეშლება თვალწინ

კაფის მისამართი: Greece, Athani 310 82, Greece

შუქურას მისამართი: near Unnamed Rd, Greece, 310 82, Greece

4. Zante ანუ Zakynthos

ზაკინტოსი ახალგაზრდებისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. სანაპირო, იახტები, ღამის კლუბები და თან ეს ყველაფერი ძალიან იაფად.

თუ ხანდახან, ყველაფრისგან დასვენება დაგჭირდება და ნაკლებად ტურისტულ და ხალხმრავალ სანაპიროზე წასვლა გენდომება, ინტერნეტში Alykes და Tsilivi გვირჩიეს, აბა გადახედე შენც.

ზაკინტოსში ყოფნისას, ყურადღება მიაქციე ამ ყვითელ ავტობუსს (პრინციპში, რთულია, გამოგრჩეს), რომელიც უფასოა და დილიდან რომ აკრეფს მგზავრებს, სანაპიროებს ჩამოივლის, ხოდა შენც, რომელიც უფრო მოგეწონება, მოკიდებ შენს ჩანთას ხელს და იმ გაჩერებაზე ჩამოხვალ. მერე მეორე დღეს სხვა სანაპიროს და ასე, სანამდეც მოგესურვება, გამოიცვლი სანაპიროდან-სანაპიროს 

ამ კუნძულების თვალიერებისას, ისიც გაითვალისწინე, რომ ჩვენთან ფრენის ბილეთები შეგიძლია შეიძინო – ჩვენთანაც ბიუჯეტურად (რა თქმა უნდა). fly.tkt.ge – ზე მონიშნავ სასურველ ადგილს, რიცხვს და ეგაა, მერე ინსტრუქციებს მიყვები და – შენი შვებულებაც ჩანიშნულია 🙂

მშვიდობიან მოგზაურობას, ძალიან კარგ დასვენებას და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ