დაა როგორც იქნა, ეს დღე დადგა! საბერძნეთმა საქართველოს და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის საზღვრის კვეთის პროცედურები გაამარტივა და დღეიდან, 7 თებერვლიდან, შეგიძლიათ მშვიდად ჩაბარგდეთ და გამგზავრების თარიღები შეარჩიოთ.
იმისთვის, რომ სამხრეთ ევროპის ულამაზეს ქვეყანას ეწვიოთ, საზღვარზე საკმარისია, ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი მაინც წარადგინოთ, მაგალითად:
. ხართ ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობთ ვაქცინაციის მოწმობას (რომელიც ვალიდურად ითვლება ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში)
ან
. Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასუტრებელი საბუთს წარადგენთ (რომელიც ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს გაიცა). ეს საბუთი 180 დღის განმავლობაში მოქმედებს.
ან
. წარადგენთ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს
და კიდევ ერთი დეტალიც, რომელიც ასევე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სანამ გაემგზავრებით, 24 საათით ადრე, ელექტრონული აპლიკაცია შეავსეთ. აი ლინკიც –https://travel.gov.gr/#/ . და თუ ოჯახის წევრები მიემგზავრებით, მაშინ, შეგიძლიათ ერთობლივი ფორმა შეავსოთ და ცალ-ცალე არ იწვალოთ
აი ასე, მარტივად, სულ ესაა! ბილეთების და სასურველი თარიღის შერჩევა ძალიან მარტივად და შეღავათიან ფასად ჩვენს საიტზე, fly.tkt.ge-ზე რომ შეგიძლიათ, ხომ არ დაგავიწყდათ?
საბერძნეთის ასეთი გამარტივებული წესები საზღვარზე ჩვენც ძალიან გვახარებს და ძალიან მალე, თქვენთვის სპეციალურად დავწერთ სტატიას, სადაც გაგიზიარებთ აუცილებლად მოსანახულებელ დიდებული საბერძნეთის ქალაქებს.
აბა, მშვიდობიან მგზავრობას და უსაფრთხო მოგზაურობას გისურვებთ