რამდენიმე ათწლეულის ოცნება ახდა!!! საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი, პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. ისტორიული გამარჯვება, რომელიც მთელმა საქართველომ იზეიმა, გვჯერა რომ მხოლოდ დასაწყისია. ახლა წინ EURO 2024-ის ჯგუფური ეტაპია. ჩვენი ნაკრები რამდენიმე თვეში გერმანიაში წავა და გვჯერა, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას.
თუ შენც ჩვენნაირად აპირებ მატჩებზე დასწრებას, გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, რაც მატჩის პერიოდში გერმანიის ქალაქებში მოგზაურობისას გამოგადგება:
1. Როგორ მოვხვდე დორტმუნში ბიუჯეტურად?
როგორც იცით, დორტმუნდში, 18 ივნისს, Signal iduna park-ის სტადიონზე საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება
თუ თბილისიდან პირდაპირ დორტმუნში არ ჩახვალთ, შეგიძლიათ ჯერ ესენში, ან დუსელდორფში, ანდაც ფრანკფურტში ჩაფრინდეთ, საიდანაც მატჩზე დასასწრებად, ავტობუსით, მანქანით, ან მატარებლით არის ჩასვლა შესაძლებელი.
ყველა ამ ქალაქში ავიაბილეთის შეძენა fly.tkt.ge – ზე შეგიძლიათ, ამ ქალაქებიდან დორტმუნდში გადასასვლელი ბილეთები კი შეგიძლიათ რამდენიმე საიტზე შეათვალიეროთ:
2. Სად დავრჩეთ?
ბუდუსთან. როგორც თავად აღნიშნა, მისაღებში ბევრი ადგილი აქვს, საჭიროების შემთხვევაში ზედმეტ ლეიბებსაც განათავსებს და ასეთ შემთხვევაში, დღიურად ბინის საფასურის გადახდაც არ მოგიწევთ.
სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ სასტუმროში გასათავსებლად, booking.com – ს ესტუმროთ. ერთ-ერთი ბლოგერი ამ სამ სასტუმროს უწევს რეკომენდაციას: 1. A&O Dortmund Hauptbahnhof; 2. Hotel Carlton 3.DJH Jugendgästehaus Adolph Kolping
3. როდის შევიძინო მატჩზე დასასწრები ბილეთები?
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. და ამ ბილეთების შეძენას, უეფას ოფიციალურ პლატფორმაზე შეძლებთ
4. თურქეთის შემდეგ ვის და სად ვხვდებით?
თურქეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს – 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება.
ჰამბურგის მიმართულებით ავიაბილეთის შეძენა fly.tkt.ge-ზე შეგიძლიათ, ხოლო თუ სხვა ახლომახლო ქალაქს ეძებთ, შიდა ტრანსპორტით გადასაადგილებლად, მაშინ უახლოეს რამდენიმე ქალაქს გირჩევთ:
- ბერლინი (მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს)
- დორტმუნდი (მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათი)
- დუსელდორფი (მგზავრობა დაახლოებით 4 საათს და ოდნავ მეტს გასტანს)
- ბრემენი (მგზავრობა ყველაზე მაქსიმუმ, 1 საათს შეადგენს)
5. პორტუგალიას სად ვხვდებით?
საქართველოს ნაკრები პორტუგალიას გერმანიაში, გელზენკირხენში, 26 ივნისს დაუპირისპირდება.
ამ ქალაქში მოხვედრას, ისევ უახლოესი ქალაქებიდან ტრანსპორტით გადმოსვლას გირჩევთ, ესენია:
- ესენი
- დორტმუნდი
- დუსელდორფი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მატჩებზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება.
ავიაბილეთის შეძენა, ნებისმიერი მიმართულებით fly.tkt.ge -ზე რომ შეგიძლიათ, ეგ უკვე იცით, ახლა კი ისღა დაგვრჩენია, წარმატებები ვუსურვოთ ნაკრებს და ერთად ვუგულშემატკივროთ, ერთიანი ძალებით დავუდგეთ გვერდში!