სხვა ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელმა ძალიან გაგვაზარმაცა, ასე არ არის? მოვეწყვეთ სახლებში, პირდაპირ საძინებლიდან ვმუშაობთ, ვესწრებით ონლაინ ლექციებს ღვინის ჭიქით ხელში, მაღაზიებში ვირტუალურად დავდივართ და მოკლედ, დროის გასვლასთან ერთად, ძალიან საჩვენოდ მოვირგეთ ყველამ, ხალათში მთელი დღეების გატარება.

დეკემბერია, გარეთ ისე აცივდა, პანდემიაც რომ არ იყოს – არ გაისვლება, ხოდა ვიფიქრეთ, სახლში თბილად მოკალათებულს, თქვენთვის ისეთი ინფორმაცია გაგვეზიარებინა, რომელიც გულსაც გაგიხარებთ, ყურადღებასაც გადაგატანინებთ და თვალსაც წყალს დაალევინებთ.

მაშ ასე, ცოტა ხნით მოვწყდეთ რეალობას და ვიმოგზაუროთ, ოღონდ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ვირტუალურად.

აი მაგალითად:

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სხვადასხვა ფანჯარაში ხომ არ გაგვეხედა?

აი, ჩვენ, მაგალითად www.window-swap.com – ზე რომ შევედით, ჰავაიზე აღმოვჩნდით, ალექსის მანქანის ფანჯრიდან გადავხედეთ ამ მშვენიერ ხედს და რამდენიმე წუთი ამ ტერიტორიაზე დავყოვნდით. შემდეგ სხვა ფანჯრიდან მოგვინდა გახედვა და ინგლისში ამოვყავით თავი, ფერნარდოს აივნიდან გადავხედეთ წვიმიან ინგლისს… საბოლოო ჯამში, კონტინენტიდან-კონტინენტზე ხტუნაობასა და სხვადასხვა ადამიანების ფანჯრიდან ყურებაში, ვერც კი მივხვდით, ისე გავატარეთ ამ პლატფორმაზე 40 წუთი.

რელაქსაციისთვის და ცოტა ხნით რეალობისგან მოსაწყვეტად, საუკეთესო რამ მოუფიქრებიათ ადამიანებს. არ გვეთანხმებით?

ან იქნებ, ვირტუალურად მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი დარბაზები დაგვეთვალიერებინა?

საკონცერტო დარბაზი ჰამბურგში

ისე, უნდა ითქვას, რომ მოგზაურობის დროს ხშირად შეგვქმნია პრობლემა, რომ ამა თუ იმ ქალაქის ძალიან ღირშესანიშნავ თეატრსა თუ საკონცერტო დარბაზში გარკვეული მიზეზების გამო არ შევუშვივართ, ან, იმხელა რიგები ყოფილა, ვერ მოგვისწრია. ხოდა, გუგლი რის გუგლია, ვირტუალური ტური რომ არ მოეფიქრებინა, მსოფლიოს 11 ყველაზე შთამბეჭდავ დარბაზში – ხოდა, აი ისიც.

https://artsandculture.google.com/story/1gJiszMqltReJA

ცხოველები არ მოგენატრათ?

სან დიეგოს ზოოპარკი

სხვა ფოტოს ჩაგდება ვერ მოვახერხეთ, მთელი საათია, ცელქი სპილო ასე თავხედურად ზურგს აქცევს სან დიეგოს ზოოპარკის კამერებს.

ცხოველების ყურება ხომ ერთგვარი თერაპიაა, ამიტომ ამერიკის ზოოპარკმა გადაწყვიტა, დამთვალიერებლის მხრიდან ყურადღებამოკლებულ ზოოპარკის ბინადრებს, მაყურებელი მაინც ჰყოლოდა. ამ საიტზე შეგიძლიათ, როგორც ლაივ რეჟიმში, ისე ჩანაწერების საშუალებით უყუროთ ცხოველებს. დაგვიჯერეთ, პანდა ისეთი საყვარელია, თვალს ვერ მოწყვეტთ…

https://zoo.sandiegozoo.org/live-cams

მარსზე სანამ გავფრინდებით, ჯერ სახლიდან ხომ არ დაგვეტესტა იქაურობა?

https://accessmars.withgoogle.com/ – აი ასე, ერთი დაწკაპუნებით საერთოდ სხვა გალაქტიკაზე აღმოჩნდებით და არაფრის დიდებით დაგავიწყდეთ, რომ ხმა ჩართოთ – სრული ეფექტისთვის

რიგის და ხალხის გარეშე არსებული ეიფელითაც დავტკბეთ, რას იტყვით?

ხიდი ეიფელის კოშკიდან

შეიძლება მოგზაურებისთვის ეს კოშკი გაცვეთილი და ბანალურია, თუმცა ეიფელი – ეიფელია, უცვლელი და მაინც ყოველთვის ძალიან მიმზიდველი. საკმარისია რაიმე ფრანგული მელოდია ჩავრთოთ და პარალელურად აქ დავაკლილოთ, რომ ამ საოცარი ხედით ტკბობის სიამოვნება, დღის განმავლობაში აუცილებლად გაგვყვება

და ბოლოს – იკივლეთ!

დიახ, იკივლეთ, იყვირეთ! მოგზაურობასთან ეს საიტი არაფერ შუაშია, თუმცა გვგონია, რომ იმსახურებთ, ეს ლინკი გაგიზიაროთ.

არც მარტივი წელი გვქონდა, არც მსუბუქი დღეები გადავაგორეთ, ამიტომ ყველაფრისგან დაღლილს და დაქანცულს, ემოციებისგან დაღლა არ გვაწყენდა.

https://justscream.baby/ – მარტივი გზამკვლევი: 1. შედიხართ საიტზე 2. რეკავთ მითითებულ ნომერზე (უფასოა) 3. ელოდებით პატარა ზუმერს და დაიწყეეთ!

ამ სტატიას დავასრულებ იმის იმედად, რომ მალე ვირტუალურად მხოლოდ ამ ლინკზე დაწკაპუნება მოგვიწევს და მოგზაურობით, რეალურად მსოფლიოს გარეშე მართლა ვიმოგზაურებთ.