“სამყარო ერთი დიდი წიგნია და მათ, ვინც არ მოგზაურობენ, მხოლოდ ერთი გვერდი აქვთ წაკითხული” – უთქვამთ თავის დროზე და ჩვენ თუ გვკითხავთ, ძალიან კარგადაც უთქვამთ.
tkt.fly.ge და Visa ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი გვერდის წაკითხვის შესაძლებლობა მოგცეთ და სამყაროს აღმოსაჩენად გადადგმული ნაბიჯები კიდევ უფრო გაგიმარტივოთ.
“რას გულისხმობენ ესენი?” – გაიფიქრებ ალბათ და ჩვენც მარტივად გიპასუხებთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ თარიღებში თუ ბილეთს შეიძენ და გადახდას Visa პრემიუმ ბარათით განახორციელებ, 200 ლარიანი ფასდაკლება გეკუთვნის – აი, ამას ვგულისხმობთ, მარტივად.
ჩვენ მიერ არჩეული ქალაქები და თარიღები ასე გამოიყურება:
სტამბოლი
თუ გინდა, 200 ლარიანი შეღავათით სარგებლობა, მაშინ სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთები ახლა, 15 მაისის ჩათვლით უნდა შეიძინო. მოგზაურობის პერიოდის არჩევა შენზეა დამოკიდებული, ჩვენ თუ გვკითხავთ, ჯობს, შემოდგომისკენ გაემგზავრო, უფრო სასიამოვნო სეზონიცაა და თან, ისედაც იაფ ავიაბილეთს, Visa პრემიუმ ბარათის გადახდის შემდეგ, 200 ლარი დააკლდება.
თუ ბილეთის შეძენას ახლავე გეგმავ და ვერ გადაწყვიტე რომელი თვე აირჩიო, მეგობარ გუგლს მოვიშველიებთ და გეტყვით, რომ სტამბოლში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია: აპრილი, მაისი, სექტემბერი და ოქტომბერი. სხვა თვეებში ან ძალიან ცივა, ან ძალიან ცხელა – ან ტურისტული სეზონია და მთელი ქალაქი მიაქვს ხმაურს
16 – 31 მაისი ბარსელონა
აი, ბარსელონასკენ თუ გაქვს გეზი აღებული და გინდა, ბიუჯეტურად იმოგზაურო, მაშინ სულ ცოტაც უნდა დაგველოდო და 16-31 მაისის ფარგლებში შეიძინო ჩვენთან ავიაბილეთები.
ივნისი-ივლისი-აგვისტო ძალიან ცხელი სეზონია და ამ პერიოდში მოგზაურობას არ გირჩევდით, თუმცა რთულია, ბარსელონაზე უარი ტემპერატურის გამო თქვა. ბარსელონა იმდენად არტისტული ქალაქია, თავისი უნიკალური არქიტექტურით, ხალხით, სანაპიროთა და მთით, რომ თავს აუცილებლად, ძალიან მალე შეგაყვარებს
ათენი
ათენის მიმართულებით ფასდაკლება 1-15 ივნისის ფარგლებში იმოქმედებს. თუმცა მანამდე საკმარისი დრო გაქვს, ულამაზეს და ისტორიული მნიშვნელობის ადგილას მოგზაურობა კარგად დაგეგმო.
თუ ივნისშივე აპირებ წასვლას, მაშინ გეტყვით, რომ საუკეთესო დრო შეგირჩევია, რადგან ამ პერიოდში ივნისში გვიან ბნელდება. დღის შუქი დაახლოებით 15 საათს ძლებს, რაც საშუალებას მოგცემს მოგზაურობის დღეები უფრო შეირგო.
თან ივნისი-ივლისი მუსიკალური და ფილმის ფესტივალის თვეებია, შესაბამისად თუ ან ერთი გიყვარს, ან მეორე, ან ორივე ერთად, შესაძლებლობა გაქვს, ამ ღონისძიებებსაც დაესწრო.
ამსტერდამი
16-30 ივნისს განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებ ველოსიპედების, ფერადოვნების, გართობისა და ნამდვილი დღესასწაულის ქალაქის – ამსტერდამის მიმართულებითაც. თუ მოგზაურობას ამ ქალაქში გეგმავ, ივნისი მართლაც რომ საუკეთესო დროა.
ულამაზესი ყვავილები ხარობს ასეთ დროს და ზაფხულის მოსვლას მთელი ქალაქი ერთად, სხვადასხვა ღონისძიებით ზეიმობს. წელიწადის ამ სეზონზე ამსტერდამი, ნამდვილად საუკეთესო დროა რომ ჩახვიდე და თან ქალაქი ნახო, თან გაერთო.
ჩვენ მოგიყევით და დანარჩენი შენ იცი. თუ ავიაბილეთის შეძენას ამ პერიოდებს დაამთხვევ და ბილეთს Visa პრემიუმ ბარათით შეიძენ, 200 ლარიანი ფასდაკლება გეკუთვნის, რაც გვგონია, რომ ძალიან მაგარი შეთავაზებაა იმისთვის, რომ ბიუჯეტური მოგზაურობა დაგეგმო ჩვენთან და Visa-სთან ერთად.
პ.ს როდის გაემგზავრები კონკრეტულ ქალაქში მნიშვნელობა არ აქვს, თუ ფასდაკლებით სარგებლობა გსურს, უბრალოდ მოცემულ თარიღებში უნდა შეიძინო ბილეთი – სულ ესაა.
აბა შენ იცი, ძალიან მაგარი დღეების გატარება გვისურვებია