შენ იტალიაში მიფრინავ – ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ბილეთს გჩუქნით

ამ ბლოგის წასაკითხად ტყუილად არ შემოგვიყვანიხარ. დაგვიჯერე, მაგარ ამბავს გიყვებით და თან გეუბნებით, რომ შენც პოტენციური მაყურებელი ხარ ნეაპოლში იმ მატჩის, რომელსაც 26 ოქტომბერს ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს.

ხომ გახსოვს, ნაპოლი რეინჯერსის წინააღმდეგ ითამაშებს და სტადიონზე ბევრი ქართველის ხმა უნდა გაისმას: “მიდიიიი ხვიჩაააა!!!”

ამხელა ბანერი ტყუილად არ ჩაგვისვამს. ამით იმის თქმა გვსურს შენთვის, რომ თუ 19 ოქტომბრის ჩათვლით fly.tkt.ge – ზე ბილეთს შეიძენ იტალიის მიმართულებით და პირიქით (ანუ ორმხრივ მგზავრობას საქართველო-იტალია\იტალია-საქართველო) და თან ბილეთის საფასურს მასტერქარდით გადაიხდი, მაშინ შანსი გაქვს, რომ ძალიან საინტერესო მატჩს დაესწრო.

ხვიჩას ეს ფოტო მოტივაციისთვის.

მოკლედ, საქმე რაშია. ჩვენ ხომ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენთან ბილეთის შეძენა ძალიან მარტივი იყოს?! ხოდა ამ გათამაშების წესებიც მარტივი შევარჩიეთ. მხოლოდ რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინო:

  • პირველ რიგში ის, რომ ბილეთი 19 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეიძინო მასტერქარდის ბარათით
  • და ეს ბილეთი მხოლოდ იტალიის მიმართულებით და პირიქით (ანუ უკან დასაბრუნებელი გზაც) უნდა იყოს.

თან ქალაქის არჩევანშიც არ გზღუდავთ, წადი სადაც გინდა ბატონო, ოღონდ, იმ პერიოდში უნდა იყოს ბილეთი, რომ თამაშის დღეს (26 ოქტომბერს) დაამთხვიო (აბა, ტყუილად ხომ არ ვირჯებით?!)

ეს ნეაპოლია. ეს ისე, მაინც, იქნებ და სწორედ იტალიის ამ ულამაზესი ქალაქის მონახულება მოგინდა მატჩამდე.

კარგი, ვაგრძელებთ.

სულ თამაშდება 30 ბილეთი. აქციის წესებში ისიც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ერთ მომხმარებელზე ბილეთის რაოდენობა არ შეგვეზღუდა. ანუ, რაშია საქმე: 1 მგზავრზე ვათამაშებთ მხოლოდ 1 ბილეთს, მაგრამ თუ (პირობითად) შენი ექაუნთით შეიძინე შენი და მთელი სამეგობროს (პირობითად) 10 კაცის ფრენა და თუ მოხვდი ამ იღბლიან 30 გამარჯვებულში, ბილეთებს გადმოგცემთ მთელ სამეგობროს, ანუ ათივე მგზავრს. აბა მარტო შენ ხო არ გაგიშვებთ თამაშზე?! ჩვენც გვინდა რომ მთელმა სამეგობრომ იყვიროთ: “კვარააააააააააა”.

ეს ფოტოც ისევ მოტივაციისთვის. გოლს რომ გაიტანს ეჭვი ხო არავის ეპარება? და ამ გოლს ნიცას რომ მიუძღვნის, ეგეც ხომ ყველამ ვიცით?

ხო, და სანამ დავასრულებთ, ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც გეტყვით:

  • მატჩის ბილეთი სახელობითია, რაც ნიშნავს იმას, რომ მის გამოყენებას მხოლოდ მოგებული მგზავრი შეძლებს. შესაბამისად, “არიქა ბილეთი მოვიგე და მოდი გავყიდი”, “გადავცვლი”, “სხვას მივცემ”, “მეგობარს გავახარებ”, “იქ ჩემები არიან და იმათ გავუგზავნი” – არ გამოვა. ბილეთს იგებ შენ – და თამაშზეც მხოლოდ შენ მიდიხარ.

(ასევე ბილეთი არ თამაშდება, თუ მას ტურისტული კომპანიით იყიდი)

მოკლედ, ასეთი ამბავი გამოვიდა. რას იტყვი შემოდგომის იტალიის დათვალიერებაზე და თან, თუ გაგიმართლა, ბარემ ხვიჩას თამაშის დასწრებაზე? თუ ამ იღბლიან 30 ადამიანში მოხვდი, ჩვენი ქოლცენტრი 1 სამუშაო დღეში დაგიკავშირდება.

თუ ასეთი მოტივაციური ბლოგი გამოგვივიდა, აჰა, ბარემ ლინკიც და იყიდე ფრენის ბილეთები, რაღას უცდი – www.fly.tkt.ge

აბა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია წარმატება გისურვოთ, მშვიდობიანი ფრენა, გემრიელი პიცის ჭამა და რაც მთავარია ხვიჩას გოლებიიი!!!

მსგავსი პოსტები