“საზღვარზე რა დამჭირდება?” – არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე გავრცელებული და ხშირ შემთხვევაში ყველაზე რთული დასმული კითხვა, იმიტომ, რომ პანდემიის “მოქნილობიდან” და ახალი შტამების გავრცელებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად იცვლება სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის წესები.

ჩვენ ვიფიქრეთ, დაგხმარებოდით და მარტივად მოგვეყოლა, რა საბუთებია წარსადგენი ევროპის რამდენიმე ქვეყნის საზღვარზე. იქნებ ასე მაინც გავცეთ თქვენს კითხვებს პასუხი:

ბერლინი

თუ ბერლინში გამგზავრება გადაწყვიტეთ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ჯერ-ჯერობით საზღვარზე ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე. ანუ, აეროპოტში ჩასულები, წარადგენთ ჩამოთვლილთაგან ორივეს:

  • კორონა ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელ საბუთს
  • ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს

(არ შეგეშალოს და ანტიგენი არ გაიკეთო, რადგან ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნად ვითვლებით და საზღვარზე მხოლოდ PCR ტესტის პასუხს მიიღებენ)

ისიც გაითვალისწინე, რომ ბერლინში ჩასული, მინიმუმ 5 დღიანი თვითიზოლაცია მოგიწევს და ამისთვის წინასწარ გათვალე ბიუჯეტი და რა თქმა უნდა, მორალურადაც მოემზადე – თუმცა, მოდი, ვაღიაროთ, იმისთვის, რომ შემდეგ ბერლინის ქუჩები მოიარო, კარგად გაერთო, უგემრიელესი რაღაცები დააგემოვნო, ღირს ეს იზოლაციაც, არა?

ვარშავა

თუ ვარშავაში გადაწყვიტე გამგზავრება, აქაც მარტივად გაქვს საქმე. პოლონეთს განსაკუთრებული შეზღუდვები საზღვარზე არ აქვს და ისევე როგორც გერმანია, ისიც ორი საბუთის წარდგენას გთხოვს:

  • ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს

და

  • ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური, ან PCR ტესტის უარყოფით პასუხს

ის არ დაგავიწყდეს გაითვალისწინო, რომ 24 საათის ათვლა, პასუხის მიღებიდან იწყება და არა ტესტის გაკეთებიდან

ისე, აქვე გავუწევდით რეკომენდაციას ძველ ქალაქს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო, იმიტომ, რომ ასეთ ზღაპრულ რამეს იშვიათად ნახავ. თან ხომ იცი, ზამთარი ყველაფერს უფრო ჯადოსნურს ხდის და არაფრის დიდებით არ დაიზარო, ძველი ქალაქის ფეხით შემოვლა! იქვე რომ იქნები, წმინდა ანას ეკლესიიდანაც გადმოიხედე აუცილებლად, ულამაზესი ხედი გადმოგეშლება.

ვენა

აი ავსტრიაში საქმე ცოტა რთულადაა, თავიანთი წესები მიიღეს და გადაწყვიტეს, ტურისტები მხოლოდ ორი პირობით მიიღონ: 1. თუ გაქვს გადატანილი კორონა ვირუსი 2. თუ ხარ აცრილი

შესაბამისად, საზღვარზე წარადგენ:

  • ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემულ ექიმის ცნობას
  • ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე ესეც წერია, რომელიც ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, ამიტომ ამ მონაკვეთს პირდაპირ გიკოპირებთ:

  1. ვაქცინირებულმა პირებმა, რომლებსაც არ აქვთ გაკეთებული ვაქცინის მესამე (ბუსტერ) დოზა და ვირუსგადატანილმა პირებმა, საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი

2. პირებმა რომლებსაც არ აქვთ გაკეთებული ვაქცინის მესამე დოზაგადატანილი აქვთ ვირუსი და არ აქვთ PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, საზღვრის კვეთამდე უნდა შეავსონ შემდეგი ფორმულარი: https://entry.ptc.gv.at/ თუმცა ისინი დაექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, რომლის დატოვებასაც შეძლებენ მეხუთე დღეს ნეგატიური PCR ტესტის პასუხის მიღების შემდეგ;

ისიც გაითვალისწინე, რომ ვაქცინირებულად ითვლები, თუ ეს აცრები გაქვს გაკეთებული – BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson (ანუ, ბუსტერ დოზა აუცილებლად გიწევთ, თუ ვენაში მიემგზავრებით)

არაუშავს, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, არა?! – ამ ურთულეს ლაბირინთიდან თავს რომ დააღწევ, მოაგროვებ ყველა საჭირო საბუთს და საზღვარს გადაკვეთ – შენ წინ ულამაზესი, ძალიან დიდებული ვენა გადაიშლება.

Cafe Central-ს რომ ესტუმრო, არ დაგავიწყდეს და ვფიქრობთ, გუსტავ კლიმტის “კოცნა” საკუთარი თვალებით აუცილებლად უნდა ნახო.

პარიზი

საფრანგეთიც მხოლოდ იმ პირობით შეგიშვებთ თავის დიდებულ პარიზში, თუ აცრილი ხართ (და თუ არ ხართ, მხოლოდ გარკვეული გამონაკლისების შემთხვევაში.)

შესაბამისად, მესაზღვრე მოგთხოვთ Covid-19 ბარათს, ანუ QR კოდს აპლიკაციით (გირჩევთ, ამ სტატიასაც გადახედოთ)

გაითვალისწინეთ, რომ:

  • Pfizer, Moderna, AstraZeneca – მეორე დოზიდან გასული იყოს 7 დღე ;
  • ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასული იყოს 4 კვირა ;
  • თუ გქონდათ COVID გადატანილი, აცრიდან გასული იყოს 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
  • თუ ხართ აცრილი სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის (CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, და გაიკეთეთ ბუსტერ – Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასული იყოს 7 დღე.

გახსოვდეს, ბუსტერის გარეშე არ ითვლებით სრულად ვაქცინირებულად, შესაბამისად, დამატებითი დოზის გაკეთება საფრანგეთში შესასვლელად აუცილებელია.

არ დაგავიწყდეს, წარადგინო შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ გქონია კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოგვლენია COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. შესავსები ფორმა: https://www.interieur.gouv.fr/content/download/128887/1027818/file/20-07-2021-engagement-sur-l-honneur-rouge-version-anglaise.docx  და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ან ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხიც არ დაგავიწყდეს

კი, ჩვენც ძალიან დაბნეულები ვართ, თუმცა, პარიზის გამო ნამდვილად ღირს, ამდენი საბუთის მოგროვება და ცოტა წვალება.

აუცილებლად, მთელი პარიზი მოიარეთ ფეხით, არ შეუშინდეთ ამინდს – ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ ასეთ დიდებულ ქალაქში მოგზაურობისას.

სტამბოლი

ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ მოგიტოვეთ, იმიტომ, რომ სტამბოლი ერთადერთია ამ ჩამონათვალში, სადაც გამგზავრება ყველაზე უპრობლემოდ შეგიძლიათ.

საკმარისია, საზღვარზე წარადგინოთ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე), ან შეგიძლიათ მესაზღვრეს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ვირუსის დოკუმენტი აჩვენოთ (6 თვე აითვლება პირველი პოზიტიური PCR-ტესტის ჩატარების თარიღიდან 28 დღის შემდეგ), ანდაც შეგიძლიათ გამგზავრებამდე გაიტესტოთ (გამგზავრებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი)

ანუ, მარტივად, ამ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს წარდგენა საკმარისია იმისთვის, რომ ჯადოსნობებით მოცულ სტამბოლში თავი ამოყოთ.

ახლა, არჩევანი თქვენთვის მოგვინდია, ისიც გახსოვდეთ, რომ ჩვენთან ბილეთების შეძენის პროცესიც მარტივია, შედარებით იაფი დაგიჯდებათ და თან, თუ თიბისი კონცეპტის წევრი ხართ და ბილეთს ჩვენი აპლიკაციიდან შეიძენთ, თითო ბილეთს 50 ლარი დააკლდება.

აბა, მშვიდობიან მგზავრობას და უსაფრთხო მოგზაურობას გისურვებთ