გაფრთხილება: თუ მშიერი ხარ, ეს ბლოგი არ წაიკითხო!
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი რომ საკვებია, ალბათ ყველა ვთანხმდებით ხომ? ხოდა, ამ ბლოგში გადავწყვიტეთ რეკომენდაცია გაგვეწია, როგორც კერძებისთვის, ისე იმ კონკრეტული ადგილებისთვის, სადაც შეგიძლიათ ეს საკვები მიირთვათ
კერძების დასახელებებს ინგლისურად დავწერთ, შემდეგ დასერჩვა რომ გაგიმარტივდეთ:
1. Francesinha – პორტო
თქვენ წინაშეა პორტუგალიური სენდვიჩი – თბილი პური, ხორცი, მდნარი ყველი, პომიდვრისა და ლუდის სოუსი და კარტოფილი ფრი ერთიანობაში საოცარ გემოს იძლევა და დაგვერწმუნეთ, მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ. სუპერბოკის ლუდი რომ მიაყოლოთ, არ დაგავიწყდეთ.
ჩვენი რეკომენდაცია: CAFÉ SANTIAGO
📍მისამართი | R. de Passos Manuel 226, 4000-382 Porto, Portugal
2. Gözleme – სტამბოლი
ამ თურქულ ტრადიციულ კერძს სხვადასხვა შიგთავსით ამზადებენ: ძირითადად ეს არის ხორცი, ან ისპანახი და ფეტა. ერთ დროს, კერძს საუზმისას მიირთმევდნენ, თუმცა ახლა, იმიტომ, რომ მისი მომზადება ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება, სტამბოლში ბევრგან წააწყდებით ქუჩის საკვების სახით.
ჩვენი რეკომენდაცია: GÖZLEMECE
📍მისამართი | Sinanpaşa Mahallesi, Şht. Dursun Bakan Sk. 29/A, 34353 Beşiktaş/İstanbul, Turkey
3. ნაყინი – რომი
სეზონს მნიშვნელობა არ აქვს – რომს როცა სტუმრობ, ნაყინი უნდა მიირთვა. რომი შეიძლება გაიხსენო, როგორც ერთ-ერთი ცოცხალი მუზეუმი, რომლის ქუჩებში ბოდიალიც არასდროს მოგბეზრდება, მაგრამ ამასთან ერთად, აუცილებლად გემახსოვრება ნაყინის ის გემო, რომელსაც სხვაგან ვერასდროს, ვერსად დააგემოვნებ.
ჩვენი რეკომენდაცია: Giolitti
მისამართი |Giolitti, Via degli Uffici del Vicario, 40, Roma, Italy
4. Bitterballen – ამსტერდამი
ჩვენი აზრით, ფოტოს აღწერა სულ არ უნდა, ისედაც ყველაფერი გასაგებია. მთავარია, მდოგვი მოითხოვოთ და ლუდი აუცილებლად მიაყოლოთ.
ჩვენი რეკომენდაცია: DE BALLEN BAR
📍მისამართი | Hannie Dankbaarpassage 14, 1053 CG Amsterdam, Netherlands
5. (Swedish) Meatballs – სტოკჰოლმი
სტოკჰოლმში, ტრადიციული ხორცის ბურთულების შეკვეთისას გაითვალისწინეთ მენიუში ერთი დეტალი, ხორცი შეიძლება იყოს როგორც ხბოსი და საქონლის, ასევე ირმის. კერძს ძირითადად ცხელი სოუსი მოჰყვება და ცივ, სუსხიან ზამთარში, იდეალურ სადილად ითვლება.
ჩვენი რეკომენდაცია: MEATBALLS FOR THE PEOPLE
📍მისამართი | Nytorgsgatan 30, 116 40 Stockholm, Sweden
6. Currywurst – ბერლინი
ბურგერმაისტერს ჩვენთვის, ბერლინში კონკურენციას ვერაფერი უწევს, თუმცა თუ მაინც, რაიმე ახლის დაგემოვნებას ეცდებით, მაშინ რეკომენდაციას ამ ძალიან მარტივ, ნოყიერ და გემრიელ საკვებს გავუწევთ.
ჩვენი რეკომენდაცია: Mischke (Prenzlauer Berg)
📍მისამართი |Schönhauser Allee 144
7. Escargot – პარიზი
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, პარიზს ისე არ დატოვებთ, რომ ამ საოცრება ლოკოკინებს არ მიირთმევთ, თანაც დელიკატესია და ვფიქრობთ, მისი დაგემოვნების შანსი უბრალოდ ხელიდან არ გაუშვათ. ჩვენ კი, საუკეთესო რესტორანს შემოგთავაზებთ.
ჩვენი რეკომენდაცია: L’Escargot Montorguei
📍მისამართი |38 Rue Montorgueil, Paris, France
8. Paella – ვალენსია
არის რაღაცები, რაც ტრადიციად რჩება და არასდროს იკარგება და ასევე არის კონკრეტული ადგილები, სადაც კონკრეტული კერძები უნდა დააგემოვნო. ამ შემთხვევაში პაელაზე ვსაუბრობთ, რომელიც ესპანეთში ყველგან შეგიძლია, მაგრამ მის ნამდვილ სამშობლოში – ვალენსიაში ნამდვილი გემო უნდა გაუგო.
ჩვენი რეკომენდაცია: Restaurant-Arrosseria Flor de València
📍მისამართი |Avinguda del Cardenal Benlloch, 22, Valencia, Spain
9. Goulash – ბუდაპეშტი
წვნიანის ადგილი ამ ბლოგში აუცილებლად უნდა ყოფილიყო და რისთვის უნდა გაგვეწია რეკომენდაცია, თუ არა უნგრული წვნიანისთვის, რომელიც საოცრად არომატულია და არცერთ წვნიანს არ ჰგავს.
ჩვენი რეკომენდაცია: Rosenstein Vendéglő
📍მისამართი |Budapest, Mosonyi u. 3, Hungary
10. Moussaka – ათენი
ამ კერძთან მისაყოლებლად შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბერძნული სალათა, კუსკუსი, ან მოთუშული ბოსტნეული.
ჩვენი რეკომენდაცია: Liondi Traditional Greek Restaurant
📍მისამართი |Makrygianni Street 21, Athens 11742 Greece
აბა, გემრიელი და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გვისურვებია და თუ მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში ხარ და ევროპაში იაფ ავიაბილეთს ეძებ, შეგიძლია www.fly.tkt.ge – ზე შემოიჭყიტო.