პორტუგალია ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელიც ერთი ნახვით, აუცილებლად შეგიყვარდებათ. ოკეანის სასიამოვნო ნიავმა, ან თავად ოკეანემ, ადგილობრივებმა, თვალისმომჭრელმა არქიტექტურამ და კერძებმა, წარმოუდგენელია, თქვენზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს.
ავიაბილეთის შეძენა fly.tkt.ge – ზე რომ შეგიძლიათ, ეს უკვე ალბათ იცით, ამ ბლოგში კი, მოგიყვებით იმ მთავარ ადგილებზე, რომელსაც ვთვლით, რომ ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში, აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
მიტოვებული კუნძული (Baretta Island), ალგარვე
ამ კუნძულზე მოსახვედრად, დაგჭირდებათ წყლის ტრანსპორტი, შეგიძლიათ წყლის საზოგადოებრივი ნავით ისარგებლოთ ან წყლის ტაქსით, მიმართულება: Faro-დან – Olhao-მდე.
საინტერესო ამ კუნძულში ისაა, რომ აქ არც ინტერნეტი იჭერს, არც კაფე-ბარებია და ერთიანად, აქაურობა ნამდვილად გავს მიტოვებულ კუნძულს, თუმცა თუ ყველაფრისგან გამოთიშვა გსურთ, ტალღების ხმაურის, ცხელი ქვიშისა და ბუნებით ტკბობა, ეს ნამდვილად სანატრელი ადგილია!
ულამაზესი სკვერები, ლისაბონი
პორტუგალიელებმა, წლების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თავიანთი კოლონიებიდან დაიბრუნეს ის, რასაც აქ იხილავთ და რისი მსგავსიც, მხოლოდ ინდოეთში ან ბრაზილიაში თუ შეგხვდებათ – ამ უნიკალური ხეების ასაკი კი, არც მეტი, არც ნაკლები – 200 წელს ითვლის. შეგიძლიათ საღამოს გაისეირნოთ Jardim da Estrela, ან Jardim Botanico-ში, დასხდეთ პატარა ჯიხურებთან, ყავა მიირთვათ, წამოწვეთ მინდორზე და დატკბეთ მზის ჩასვლით.
ისტორიული სოფლები
პორტუგალიის ულამაზესი სანაპიროებს გარდა, არსებობს Aldeias Historicas – ანუ, საზღვართან გამაგრებული 12 ისტორიული სოფელი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელია. ისტორიული მნიშვნელობის გარდა, სოფლები საუცხოო სილამაზით გამოირჩევა, ადგილობრივები საკმაოდ ცოტანიღა არიან, თუმცა თითოეული მათგანი სათუთადაა შენახული და სუფთად მოვლილი.
Peneda-Geres ეროვნული პარკი
ესპანეთის საზღვართან არსებული ეს ეროვნული პარკი, საოცრად მშვიდი და ლამაზი ადგილია განსატვირთად. ულამაზესი ბუნება მოგჭრით თვალს და მრავალფეროვნებისთვის, შეგიძლიათ მდინარეებში, ტბებსა და ჩანჩქერებში სიარულისგან გადაღლილები, გაგრილდეთ.
პორტუგალიის ვენეცია
Aveiro – პორტუგალიის ვენეციად წოდებული ქალაქია, რომელიც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ქალაქის არხებში შეგიძლიათ ამ ულამაზესი ნავებით გაისეირნოთ და დატკბეთ ულამაზესი, ფერადი სახლებითა და არქიტექტურით და რაც მთავარია, დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები – განსაკუთრებით კი “რბილად მოხარშული კვერცხი”, რომელსაც ტურისტები ძალიან აქებენ.
აბა, შეიხედე fly.tkt.ge-ზე, გადახედე ფრენის ბილეთებს, დაგეგმე შენი მოგზაურობა და გაატარე დაუვიწყარი დრო პორტუგალიაში.