დაააა აი ისიც, მოვიდა ნანატრი შვებულების დროც!
ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობას ვგეგმავთ და როგორც ჩვენი გონება, ისე სხეული, მზად არის უცხო ქვეყნის, უცხო კულტურისა და უცხო ხალხის გარემოცვაში აღმოსაჩენად.
წელს ზედმეტად ცხელი ზაფხულია მთელს მსოფლიოში, თუმცა ნამდვილ მოგზაურებს ხელი ამან არ უნდა შეგვიშალოს, რადგანაც არსებობს რამდენიმე საშუალება, რომ სიცხეს თავი ავარიდოთ და უცხო ქუჩებში ბოდიალისგან ძალიან “არ გადავიწვათ”.
მანამ, სანამ fly.tkt.ge-ზე სასურველ ქვეყანას მოძებნი გასამგზავრებლად, მანამდე გაგიზიარებთ, როგორ დავძლიოთ ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე:
1. მიიღეთ ბევრი სითხე
ზაფხულში მოგზაურობისას, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნაბიჯი – ჰიდრატაციის შენარჩუნებაა. ეცადეთ, დალიოთ ბევრი სითხე, რაც მთავარია წყალი და ყოველთვის თან იქონიოთ პატარა ბოთლი.
დღის განმავლობაში ალკოჰოლის, ყავის ან ჩაის მიღებისგან თავი შეიკავეთ, თუმცა შეგიძლიათ მიირთვათ ისეთი ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს – მაგალითად საზამთრო, ეს და მსგავსი ხილი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შემცველობის შენარჩუნებას
2. ჩაიცვით ღია ფერის და მაქსიმალურად თავისუფალი ტანსაცმელი
იმისათვის, რომ ქალაქში სიარულისას ძალიან არ დაგცხეთ და გადაიწვათ, ეცადეთ ჩაიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი. თავი აარიდეთ შავი ფერის სამოსს – თეთრი, ვარდისფერი, ლურჯი ან თუნდაც მწვანე, ასეთ დროს საუკეთესო არჩევანია.
ასევე, მოგზაურობისთვის სამოსის არჩევისას რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ქსოვილი. აირჩიეთ მსუბუქი და თავისუფლად მორგებული ტანისამოსი – რომ არც დაგამძიმოთ და არც ოფლის გამოყოფას შეუწყოს ხელი.
3. მიირთვით მსუბუქად
ზაფხულში მძიმე საკვების მიღებამ, შეიძლება ორგანიზმში გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, რაც ხშირად, სიცხის შეგრძნებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. მძიმე საკვები, მძიმე მოსანელებელია, ასეთ დროს ორგანიზმს მეტი მუშაობა სჭირდება და ზაფხულში ამ დატვირთვას მარტივად ვერ უმკლავდება, რაც საბოლოო ჯამში მოგზაურობისას ხელს აუცილებლად შეგიშლით.
ოფლიანობისა და დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიირთვათ მსუბუქი, და ახლად მომზადებული ადგილობრივი კერძები. თუ ისეთ საკვებს აარჩევთ, სადაც წყლის შემცველობა მაღალი იქნება (მაგალითად: ტროპიკული ხილის სალათები და ა.შ) ბევრად მსუბუქად იგრძნობთ თავს და იმის ენერგიაც გექნებათ, ქუჩებში სეირნობა ისევ დაუსრულებლად გააგრძელოთ.
4. დღის ყველაზე ცხელი მონაკვეთი გარეთ არ გაატაროთ
დაახლოებით 15:00- დან 17:30- მდე მზე ყველაზე მეტად მავნებელია და მწველი, ასეთ დროს, ჯობია დრო სახლში, ან მოფარებულ სივრცეში გაატაროთ. თუ სამოგზაურო დროის გატარება სახლში არ გსურთ (რაც სრულიად გასაგებია), ამჯობინეთ დროის ამ მონაკვეთში ეწვიოთ მუზეუმს, გალერეას, კაფესა თუ ბარებს, სადაც მზის მავნებელ სხივებს თავიდან აირიდებთ და სიცხეც დიდად არ შეგაწუხებთ.
5. ადრე გაიღვიძეთ და მოსანახულებელი ადგილები საღამოსთვისაც მოიტოვეთ
დილას ადრე გაღვიძება ცხელ დღეებში ყველაზე კომფორტულია. მზე ისეთი მცხუნვარე არ არის, ქუჩებში სიარულისას სიცხე არ შეგაწუხებთ და თანაც ასეთ დროს გარეთ ნაკლები ტურისტი მოძრაობს.
დღის ყველაზე ცხელი მონაკვეთი სადაც უნდა გაატაროთ – წინა აბზაცში წერია, ხოლო დანარჩენი მნიშვნელოვანი მოსანახულებელი ადგილები კი, დღის ბოლო მონაკვეთში შეგიძლიათ მოინიშოთ. დასვენებულიც იქნებით, სიცხეც თავიდან გექნებათ არიდებული და მშვიდად შეძლებთ მზის ჩასვლასთან ერთად, უცხო ქალაქისთვის ნამდვილი გემოს გაგებას.
თუ მოგზაურობას ახლა გეგმავთ, შეგიძლიათ fly.tkt.ge – ზე ავიაბილეთები შეათვალიეროთ, შვებულების დღეები დაგეგმოთ და თან ეს 5 რჩევაც გაითვალისწინოთ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ Visa პრემიუმ ბარათით სარგებლობ და ავიაბილეთების თანხას ჩვენს საიტზე სწორედ ამ ბარათით გადაიხდი, მაშინ ნებისმიერი მიმართულების საფასურს 200 ლარი აკლდება.
მშვიდობიან ფრენასა და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ 🙂