5 უცნაური აკრძალვა, რასაც უნდა გაეცნო, თუ მოგზაურობას აპირებ

უცნაურ ადამიანებს, მოვლენებსა თუ ფაქტებს რა დალევს, ამითაა ეს სამყარო საინტერესო. მოგზაურების მოყვარულებს, გადავწყვიტეთ გესაუბროთ იმ უცნაურ აკრძალვებზე, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

და შეგახსენებთ, რომ თუ მოგზაურობის დაგეგმვას ახლა იწყებ და fly.tkt.ge-ზე ავიაბილეთებს ვიზა პრემიუმ ბარათით შეიძენ, 200 ლარიან ფასდაკლებას მიიღებ.

მაშ ასე:

1. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ისტორიულ ადგილებში (საბერძნეთი)

High heel policy - Wikipedia

2009 წლიდან, საბერძნეთში, ისტორიულ ადგილებში აკრძალულია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება და ასეთ ნიშნებს, ბევრგან გადააწყდებით. მიზეზი კი ის არის, რომ მათი აზრით, მსგავსი ფეხსაცმელი ზედმეტ ზეწოლას ახდენს მიწაზე და სავსებით შესაძლებელია, არქიტექტურული თუ ისტორიული ადგილების დაზიანება.

2. შლაპუნები (კაპრი, იტალია)

Flip-Flops (Capri, Italy)

სანამ ამ აკრძალვის ამბავს მოგიყვებით, მანამდე შეგახსენებთ, რომ “შლოპანცებს” ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა ქართულად გენიალური შესატყვისი, შლაპუნები მოუფიქრა 🙂

მას შემდეგ, რაც კუნძულ კაპრიზე მოსახლეობა ძალიან შეწუხდა შლაპუნების ხმაურით და ვერაფრით შეინარჩუნეს ასეთ ტურისტულ ადგილას სიმშვიდე, გადაწყვიტეს რა-რა და შლაპუნები აეკრძალათ.

3. საღეჭი რეზინი (სინგაპური)

Chewing Gum ban in Singapore - Kids Portal For Parents

სინგაპურში იკრძალება საღეჭი რეზინის როგორც იმპორტი, ისე ვაჭრობა, გარდა რამდენიმე სახეობისა, რომელიც დაშვებული, მხოლოდ სამკურნალო მიზეზების გამოა.

ამ აკრძალვას ეს ქვეყანა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება და თუ საღეჭი რეზინის იმპორტში შეგამჩნიეს, შესაძლებელია პატიმრობა, ან ფულადი ჯარიმის გადახდა მოგიწიოს.

4. ხმაური (ვიქტორია, ავსტრალია)

Noise (Victoria, Australia)

ვიქტორიაში, ავსტრალიაში მცხოვრებლებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის ხმაური დადგენილ საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, საღამოს 8 საათის შემდეგ – დილის 7 საათამდე, ხოლო შაბათ – კვირას საღამოს 8 საათიდან დილის 9 საათამდე.

ალბათ, ძალიან რთული უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის ვიქტორიაში ცხოვრება, დაგვეთანხმებით…

5. ყვითელი სამოსი (მალაიზია)

თუ ყვითელი შენი საყვარელი ფერია და მალაიზიაში მოგზაურობას აპირებ, მაშინ უნდა გაითვალისწინო, რომ მსგავსი ფერის სამოსის ტარებისას, სავსებით შესაძლებელია დაგიჭირონ.

2016 წელს, მთავრობამ ეს ფერი მას შემდეგ აკრძალა, რაც კუალა ლუმპურის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და პრემიერ მინისტრის გადადგომა მოითხოვა. ამიტომ, ამ ფერის მაისურის ჩაცმამ, შეიძლება იქაურ პოლიციას აფიქრებინოს, რომ მთავრობის წინააღმდეგი ხარ და თავი ციხეში ამოყო. ფრთხილად იყავი 🙂

აბა, შენ იცი, უსაფრთხო მოგზაურობასა და მშვიდობიან ფრენას გისურვებთ