6 რჩევა, რაც გამგზავრების დღეს გამოგადგებათ

მას შემდეგ, რაც ავიაბილეთს შევიძენთ, მოგზაურობისთვის უამრავი დეტალის დაგეგმვას და გათვალისწინებას ვიწყებთ. ეს ძალიან ბუნებრივი და სასიამოვნო პროცესია და ჩვენც, თქვენთვის არაერთი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარებია, მაგ: რა აპლიკაციებით ვისარგებლოთ საზღვარგარეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ სასტუმროს დავჯავშნით, როგორ უნდა დავძლიოთ ზაფხულის გაუსაძლისი სიცხეები მოგზაურობისას და ა.შ

ამ ბლოგში კი გვინდა გაგიზიაროთ ის რამდენიმე რჩევა, რაც გამგზავრების დღეს, ვფიქრობთ, გამოგადგებათ:

აუცილებლად გამოცხადდით აეროპორტში გამგზავრებამდე სულ მცირე, 2 საათით ადრე

Short-Staffed Airlines Are Having Trouble Refunding Customers - Bloomberg

აეროპორტში საკმაოდ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება, რაც ხშირად დიდ შეფერხებებს იწვევს. თბილისის აეროპორტის სიმცირიდან გამომდინარე, გვგონია, რომ სხვა ქალაქებშიც ასე მარტივად გავივლით ჩექინსა და პასპორტ-კონტროლს, თუმცა ძალიან ვცდებით.

აუცილებლად გამოცხადდით ფრენამდე მინიმუმ 2 საათით ადრე, რათა თავის დროზე გაიაროთ check-in, ბარგისა და პასპორტ კონტროლი და შემდეგ, ჩასხდომას მშვიდად დაელოდოთ. დაგვერწმუნეთ, ჯობია გეითთან დიდხანს მოგიწიოთ ლოდინი, ვიდრე იმაზე ინერვიულოთ, რომ თვითმფრინავს ვერ უსწრებთ.

მუდმივად თვალი ადევნეთ თქვენი გეითის ნომერს

Reopening Asia markets helped keep traffic on the rise in October | News |  Flight Global

მიუხედავად იმისა, რომ ფრენამდე ცოტა ხნით ადრე ტაბლოზე ჩვენი გამგზავრების გეითი ცხადდება, საკმაოდ დიდი შანსია, რომ შეიცვალოს და სხვა გეითი გამოცხადდეს – ამის მიზეზი კი წინა აბზაცში მოგახსენეთ – აეროპორტში საკმაოდ ხშირია გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ამისთვის კი, მხოლოდ ჩვენი ყურადღებაა საჭირო, რომ ცვლილებები არ გამოგვეპაროს.

თუ დრო დიდი გაქვთ და გეითიც შეგეცვალათ, გირჩევდით დაიძრათ გასასვლელისკენ, მიხვიდეთ და ნახოთ სად მდებარეობს თქვენი ფრენის შეცვლილი გეითი და შემდეგ იქვე ახლო-მახლო ჩამოსხდეთ. დიდ აეროპორტებში გასასვლელები საკმაოდ შორსაა განთავსებული და ამიტომ გირჩევდით, წინასწარ ნახოთ საიდან მიემგზავრებით.

თან წაიღეთ მსუბუქი სნექები

30 Healthy(ish) Road Trip Snacks To Bring on Your Next Adventure - Fresh  Off The Grid

აეროპორტში ნებისმიერი კაფე თუ რესტორანი საკმაოდ ძვირია, ამიტომ გამგზავრებამდე მსუბუქი წასახემსებლების თან წაღებას გირჩევდით და თუ თქვენს ავიაკომპანიას კვების მომსახურება არ აქვს, ეს სნექები მგზავრობის დროსაც გამოგადგებოდათ.

Wifi-ს საშუალებით წინასწარ ჩამოწერეთ აპლიკაციებში სერიალები და პოდკასტები

Flight pictures | Curated Photography on EyeEm

თუ სარგებლობთ Spotify-ს; Netflix-ისა და სხვა გასართობი აპლიკაციებით, გამგზავრებამდე Wifi-ს მეშვეობით ჩამოწერეთ აპლიკაციაშივე სასურველი ფილმები, სერიალები, პოდკასტები თუ თქვენი კუთვნილი ფლეილისთები, რათა ფრენის განმავლობაში დრო გაიყვანოთ და თანაც, ამ დროის გასაყვანი საშუალებები, მრავალფეროვანი გქონდეთ.

კისრის ბალიშს აქამდე არასწორად ვიყენებდით!

მგონი, აჯობებს, გავითვალისწინოთ, როგორც უმრავლესობამ აღნიშნა, ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია ბალიშის ამ პოზიციაში მორგება, ვიდრე ფოტოს პირველ ვარიანტში

Guy Teaches Proper Way To Use A Neck Pillow

აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, არ ისარგებლოთ ტაქსით

airport tax | Bali in a nutshell

განსაკუთრებით კი ისეთი ტაქსებით, რომლებიც კონკრეტულად იმ აეროპორტს ემსახურებიან. საკმაოდ დიდი კომფორტის სანაცვლოდ – დიდი რაოდენობის თანხაც დაგიჯდებათ.

სამაგიეროდ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ავტობუსით, რომელიც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე წასვლას გულისხმობს და როგორც წესი, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადის და მისი ღირებულება ბევრად ხელმისაწვდომია.

აბა, მშვიდობიან ფრენასა და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ:)

მსგავსი პოსტები