საშობაო ბაზრობები, ახალი წლის პერიოდში მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მხარეა. ის კიდევ უფრო მეტად აღვივებს ჩვენში ახალი წლის მოლოდინს, გვიქმნის საოცარ განწყობას და თანაც, ევროპის ქალაქებში ქცეული ეს ყოველწლიური ტრადიცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იხვეწება და ლამაზდება.
წარმოგიდგენთ 6 საშობაო ბაზრობას ევროპაში, რომელსაც ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ
1. ვენა, 11 ნოემბრიდან – 26 დეკემბრამდე
Christkindlmarkt – ასე ქვია ვენაში გამართულ საშობაო ბაზრობას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, გამორჩეული და ხალხმრავალი ადგილია. საშობაო ბაზრობა გაშლილია ვენის მერიის წინ, რომელიც უფრო მარტივად Google Maps-ზე შეგიძლიათ ასე: Rathaus city hall მონიშნოთ.
2. ტალინი, 1 დეკემრიდან – 7 იანვრამდე
ტალინში ადგილობრივები საშობაო ბაზრობას ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, ცოტა მოგვიანებით, პირველი დეკემბრიდან იწყებენ. 2019 წელს ტალინში გამართული საშობაო ბაზრობა, ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. ამ ყველაფერს თან თუ ისეთი ამინდი ერთვის, როგორსაც ფოტოზე ხედავთ, ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ.
საშობაო ბაზრობა ტალინის მერიასთან იმართება. Google Maps: Raekoja plats 8-9, 10146 Tallinn, Estonia
3. სტრასბურგი, 24 ნოემბრიდან – 24 დეკემბრამდე
პირველად, ევროპაში, საშობაო ბაზრობამ სტარტი ზუსტადაც რომ სტრასბურგში აიღო, შესაბამისად, ალბათ ხვდებით, რამდენად ზღაპრული და დაუვიწყარი იქნება აქ მოხვედრა ახალი წლის პერიოდში. სტრასბურგი პატარა ქალაქია და საშობაო ბაზრობებიც, მთელ ქალაქშია განთავსებული, შესაბამისად, შეგიძლიათ ფეხით სიარულის დროს, საოცარ განწყობას შეუერთდეთ.
4. ბრიუსელი, 24 ნოემბრიდან – 31 დეკემბრამდე
თუ ბრიუსელში სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდით, ჩაწერეთ Google Maps-ში: Plaisirs d’hiver, Brussels და აღმოჩნდებით იმ საოცარ ადგილას, სადაც მარკეტზე მეტად მოგხიბლავთ განათებები, ფერები და ადამიანების საშობაო, საოცარი განწყობა.
5. ბუდაპეშტი, 18 ნოემბრიდან – 1 იანვრამდე
აუცილებლად მოისმენდით ერთხელ მაინც, რომ ბუდაპეშტში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი, სწორედ შობა-ახალი წლებია და, რა თქმა უნდა, საშობაო ბაზრობით, ეს ქალაქი ევროპის სხვა ქალაქებს არაფრით ჩამოუვარდება, თანაც, ის კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სხვა ქალაქებში.
მისამართი: Budapest, Vörösmarty tér, 1051 Hungary
6. პრაღა, 3 დეკემბრიდან – 6 იანვრამდე
ეს სილამაზე დღესასწაული პრაღაში, შედარებით გვიან იწყება და შესაბამისად, გვიანაც მთავრდება. მთელს ქალაქში ტრიალებს არომატული გლინტვეინისა და ჯინჯერის, წაბლისა და ტრადიციული კერძების სურნელი, რომელიც ნამდვილად ქმნის მთელ ქალაქში იმ საოცარ საშობაო გარემოს, რომელსაც ერთხელ მაინც, აუცილებლად უნდა ესტრუმროთ
თუ გადაწყვეტ, რომ ევროპის ქალაქები სწორედ ამ პერიოდში მოიარო (და არა მხოლოდ) ხომ იცი, რომ ჩვენთან შეგიძლია ნებისმიერი მიმართულებით ფრენის ბილეთები შეათვალიერო – fly.tkt.ge