მოგზაურობის დაგეგმვის დროს, დიდი ყურადღებით ვარჩევთ ხოლმე სასტუმროსა თუ ბინას, რადგან ჩვენი დროებითი საცხოვრებელი, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, სულ მინიმუმ უნდა: 1. იყოს კომფორტული 2. ფინანსურად ხელმისაწვდომი 3. ახლოს ღირშესანიშნაობებთან 4. უსაფრთხო უბანში
არჩევის დროს, მომხმარებლის მიმოხილვას აუცილებლად ვკითხულობთ, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე დეტალი, რომლებსაც შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, ჩვენ კი აქ იმისთვის ვართ, ის მთავარი RED FLAG-ები გაგაცნოთ, რომელთა არსებობის შემთხვევაში, ამა თუ იმ სასტუმროში განთავსება არ ღირს:
მიაქციეთ ყურადღება, როგორ პასუხობენ სასტუმროს მენეჯერები შეფასებებს
booking.com – ზე, ან Google-ის აპლიკაციაში თუ სასტუმროს მენეჯერები უარყოფით შეფასებებს (Review) უარყოფითად ან აგრესიულად პასუხობენ, იქ დარჩენისგან თავი შეიკავეთ.
უმჯობესია სასტუმროს არ ჰქონდეს მინიჭებული 8.3 ვარსკვლავზე დაბალი შეფასება
ეს ჩვენი მოგონილი არაა, ამას ერთ-ერთ ბლოგზე Booking.com-ის ყოფილი თანამშრომელი წერს, რომელიც ყველა მოგზაურს რეკომენდაციას უწევს, რომ უმჯობესია ისეთ სასტუმროში განთავსდეთ, რომელსაც შეფასება 8.3 ვარსკვლავი, ან უფრო მეტი აქვს.
მიაქციეთ ყურადღება დადებითი შეფასებების თარიღს
თუ გსურთ იმის გაგება, რამდენად კმაყოფილია მომხმარებელი, ამაში ძველი შეფასებები ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. შეფასების თარიღი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად შეფასება. სასტუმროს შეიძლება ჰქონდეს იდეალური მიმოხილვები, თუმცა თუ ისინი მინიმუმ ექვსი თვის წინაა დაწერილი, დიდი შანსია, სხვა რეალობა დაგხვდეთ. მაშინაც კი, თუ სასტუმროს აქვს მაღალი რეიტინგი, თუ უახლესი მიმოხილვები უარყოფითია, იქ დარჩენისგან თავი უნდა შეიკავოთ.
გადაამოწმეთ სასტუმროს ლოკაცია Google Earth-ზე
ძალიან ხშირად, სასტუმროს აღწერილობაში ვკითხულობთ, თუ როგორი ხედი ექნება ამა თუ იმ ნომერს, რა ღირშესანიშნაობებთან არის სასტუმრო ახლოს და ა.შ თუმცა ხშირად, ამას ცხადია, ტურისტების მოსაზიდად აკეთებენ. თქვენ კი, იმედების გაცრუების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ სასტუმროს ლოკაცია Google Earth-ზე გადაამოწმოთ, იქ უფრო თვალნათლივ ნახავთ, რამდენად რეალურია სასტუმროს ესა თუ ის დაპირება.
თუ თანხა არარეალურად დაბალი მოგეჩვენათ
დიახ, ესეიგი არ მოგეჩვენათ. ამისთვის მარტივი ხერხი არსებობს: გადაამოწმეთ უახლოესი, ან მსგავსი შეფასების სასტუმროების ფასები, თუ ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავდება, ესე იგი რაღაცაშია საქმე. ეს შეიძლება იყოს: სასტუმროში ან მის მიმდებარედ არსებული სარემონტო სამუშაოები, თხელი კედლები, უგემური საუზმე, ცუდი მომსახურება, ან კიდევ რაიმე სახის სხვა დისკომფორტი, რომლის გამოც, სასტუმროს დროებით ფასი აქვს დაკლებული.
შეამოწმეთ არის თუ არა სასტუმროში ლოგინის ბაღლინჯო
ამ ნაწილზე ყურადღებას ტყუილად არ ვამახვილებთ, ძალიან ხშირია სასტუმროებში ლოგინის ბაღლინჯოების შემოსევა, ან შეუმჩნევლად მათი ყოფნა, რაც საბოლოოდ ყოველთვის, სხეულზე წვრილი ნაკბენებით დასრულებულა. ამ (და არა მხოლოდ ამ) დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად და RED FLAG-ის გამოსავლენად, შეგიძლიათ ეწვიოთ www.bedbugreports.com-ს, ჩაწეროთ თქვენ მიერ არჩეული სასტუმრო და ნახოთ, რამდენად “მასპინძლობს” ის, ამ არასასურველ არსებას
მოგზაურობის დაგეგმვა რო ავიაბილეთით უნდა დაიწყოთ კი იცით, სადაც უნდა შეიძინოთ – ეგეც, როგორ სასტუმროებში არ უნდა დარჩეთ, უკვე გაეცანით და ახლა ისღა შეგვიძლია, მშვიდობიანი მგზავრობა და დასვენება გისურვოთ 🙂