7 აქამდე უცნობი ფაქტი ნაცნობ ქვეყნებზე

სხვა გენიალურ ნათქვამებთან ერთად, ოსკარ უაილდმა ერთი ასეთი ფრაზაც თქვა: “სამყაროს მთელი საიდუმლოება იმაშია, რაც ჩანს და არა იმაში, რაც უხილავია”

მართლაც, რამდენად დიდიცაა ეს ჩვენი სამყარო, იმდენად საინტერესოა მასში ცხოვრება. ამჯერად, შესავალი სიტყვა ძალიანაც რომ არ გაგვეწელოს, გთავაზობთ იმ ძალიან საინტერესო ფაქტებს მსოფლიოს გარშემო, რომელიც შეიძლება არ გცოდნოდათ.

და ისე, თუ სადმე გამგზავრებას აპირებ, არ დაგავიწყდეს fly.tkt.ge-ზე შეიხედო. ყველა მიმართულებით გვაქვს ფრენა, ხომ გახსოვს?

მოდი დავიწყოთ:

1. ჩინეთის დიდი კედლის გამძლეობის საიდუმლოება – ბრინჯშია

Great Wall Of China’s Strength Comes From Sticky Rice

დიახ, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. მაშინ, როდესაც მინგის დინასტიაში კედლის მონაკვეთი შენდებოდა, მუშები აგურებს შორის წებოვან ბრინჯის ფქვილსა და ცაცხვს იყენებდნენ. მშენებლობის ამ პრაქტიკამ ის შედეგი მოიტანა, რომ დღემდე აგურები ისე მჭიდროდაა შეკრული, რომ მათ შორის სარეველასაც კი უჭირს გაშენება.

2. ისლანდია ზაფხულში ნამდვილი სამოთხეა – იქ კოღოები არ არსებობენ!

Which country is entirely mosquito-free? | Travel, Dining, Nightlife, Jobs,  Classifieds, Events,Business Reviews, things in Shanghai

ისლანდია ხომ ისედაც სამოთხეა და ახლა წარმოიდგინე, ზაფხულში აუტანელი კოღოს წუილი რომ არ გაწუხებს და მთელი სხეული მისი ნაკბენებით რომ არ გაქვს სავსე. საქმე იმაშია, რომ ისლანდიის კლიმატის გამო, კოღო ვერც გამოზამთრებას ახერხებს და შესაბამისად, ვერც არსებობას. ამიტომ, ისლანდია ის ქვეყანაა, სადაც კოღო უბრალოდ არ არსებობს.

3. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მეტი ხიდი – ჰამბურგშია

889133 4K, Speicherstadt, Hamburg, Germany, Houses, Bridges, Canal - Rare  Gallery HD Wallpapers

გერმანიის ულამაზეს ქალაქ ჰამბურგში, არც მეტი, არც ნაკლები, სულ რაღაც 2,300 ხიდია – ეს კი მსოფლიო რეკორდია. ჰამბურგი უსწრებს ამსტერდამს, სადაც 1281 ხიდია და ასევე, ვენეციას, რომელშიც თავის დროზე 391 ხიდი აშენდა.

4. საფრანგეთში ყველაზე მეტი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანია

France Has Highest Number Of Michelin-Starred Restaurants

თუ გურმანი მოგზაური ხარ, მაშინ საფრანგეთი შენი ნამდვილი სამოთხეა! თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, საფრანგეთში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი 628 რესტორანია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელია. ამ ჩამონათვალში მეორე ადგილს იაპონია იკავებს 577 რესტორნით, ხოლო მესამე ადგილზეა იტალია, 374 რესტორნით.

5. დისნეილენდში ნაგვის ურნამდე მხოლოდ 30 ნაბიჯი დაგჭირდება

Disneyland | History & Facts | Britannica

დისნეილენდში ყოფნისას, სადაც არ უნდა იყო, ნაგვის ურნას მარტივად იპოვი, რადგან საშუალოდ, ურნამდე მისაღწევად მხოლოდ 30 ნაბიჯი (და შეიძლება უფრო ნაკლებიც, მაგრამ არა მეტი) გჭირდება. ამ ჯადოსნური სამყაროს შემქმნელები ყველაფერზე ზრუნავენ, მათ შორის სისუფთავეზე და ტურისტების კომფორტზე, შესაბამისად, დეტალურად გამოითვალეს, დაახლოებით რამდენი ნაბიჯის შემდეგ ბეზრდებოდათ ადამიანებს ნარჩენების ჭერა ხელში და ძირს ყრიდნენ, კვლევამ 30 ნაბიჯი უჩვენა.

6. ტრევის ფანტანიდან დღეში 3,000 ევროს იღებენ

Rome's Mayor Says Coins Tossed Into Trevi Fountain Will Still Go to Poor |  Smart News| Smithsonian Magazine

თუ რომში ჩასულს, ტრევის ფანტანში ზურგშექცეულს ხურდა სიმბოლურად გისვრია და დაბრუნების სურვილი ჩაგითქვამს, იცოდე, რომ ამავდროულად კეთილ საქმესაც ემსახურე. შენი და შენნაირი ტურისტების წყალობით, იტალიის მთავრობა დღეში 3,000-ს ხოლო წლიურად 1.5 მილიონ ევროს აგროვებს, რომელიც საბოლოო ჯამში, ქველმოქმედებაში მიდის.

7. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ენა – ესპანურია

The Happiest Language In The World Is Spanish

ეს ჩვენი მოგონილი არ გეგონოს, კვლევების თანახმად, ყველა ენას თავისი წილი პოზიტიურობა მოაქვს, მაგრამ ყველაზე ბედნიერი – ესპანური ენაა.

ამ ბლოგის კითხვისას, მოგზაურობის სევდა თუ შემოგეპარა, შეგიძლია fly.tkt.ge – ზე შეხვიდე და სასურველი მიმართულების ფრენის ბილეთი შეიძინო.

მსგავსი პოსტები