7 მარტივი და სასარგებლო რჩევა გამოცდილი მოგზაურებისგან

გამოცდილი მოგზაური ხარ თუ პირველად მიდიხარ სამოგზაუროდ, ვფქირობთ რჩევები არასდროსაა ზედმეტი, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა ის 7 მარტივი და სასარგებლო რჩევა, რომელიც მოგზაურობამდე ან მოგზაურობისას გამოგადგებათ:

1. მგზავრობამდე ჩემოდანს ფოტო გადაუღეთ

Home baggage collection: gimmick, game changer or environmental no-no?

ძალიან ხშირად ყოფილა ჩვენი ჩემოდანი ავიაკომპანიის უდიერი მოპყრობის მსხვერპლი და სამწუხაროდ, ძალიან იშვიათად გვინაზღაურებენ ხოლმე მიყენებულ ზარალს. იმისათვის, რომ დაზღვეული და ყველა შემთხვევისთვის მზად ვიყოთ, გირჩევთ – გამგზავრებამდე თქვენს ჩემოდანს რამდენიმე ფოტო გადაუღოთ, ხოლო თუ ვინიცობაა და მგზავრობის შემდეგ დაზიანებები აღმოაჩინეთ, ესეც აუცილებლად დააფიქსირეთ და ასეთ შემთხვევაში კომპანიაში პრეტენზიის წარსადგენად საქმე ბევრად გაგიმარტივდებათ და დიდი შანსია, ავიაკომპანიამ არსებული ზიანი ფინანსურად აგინაზღაუროთ.

2. Chek-in და ბარგის კონტროლის რიგში მარცხენა მხარე დაიჭირეთ

Here's how early you need to arrive at the airport before a flight

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ეს რჩევა, თუმცა როგორც გამოცდილი მოგზაურები იწერებიან, ადამიანთა უმრავლესობა მემარჯვენეა, შესაბამისად, გაუცნობიერებლად, რიგის მარჯვენა მხარეს იკავებენ ხოლმე, თქვენ კი შეგიძლიათ მათ ჭკუაში აჯობოთ და უკიდურესი მარცხენა რიგი აირჩიოთ ხოლმე. რა თქმა უნდა, რიგი იქაც დაგხვდებათ, თუმცა ბევრად ნაკლები ადამიანით, ვიდრე დანარჩენ რიგებში.

3. გადმოწერეთ Maps.me

What Is Maps.me and Why Should You Be Using It? | Fstoppers

Google Maps ნამდვილად კომფორტული აპლიკაციაა, თუმცა ერთი მინუსი აქვს – მოხმარებისთვის ინტერნეტი სჭირდება. Maps.me კი მოგზაურებისთვის ნამდვილად მისწრებაა, რადგან ინტერნეტის გარეშე მუშაობს. ნებისმიერ დროსა და ადგილას, მონიშნავთ სასურველ ლოკაციას და სულ ეგაა.

4. არასდროს გადაახურდაოთ თანხა აეროპორტში

Currency exchange in airport — avoid the foreign exchange nightmare - Wise

როდესაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას გარკვეული თანხა მიგვაქვს, რა თქმა უნდა, კომფორტულად გვეჩვენება იქვე, აეროპორტში კონკრეტული თანხის გადახურდავება, თუმცა ამაზე დიდ შეცდომას ვერ დაუშვებთ – აეროპორტებში კურსი განსაკუთრებულად მაღალია და წაგებაში დარჩებით. ასევე, თავი აარიდეთ აეროპორტებში არსებული ბანკომატებიდან თანხის გამოტანასაც, რადგან საკომისიო იქაც ბევრად დიდია, ვიდრე სხვა ადგილებში.

5. ისტორიულ ადგილებს ლანჩის დროს ესტუმრეთ

Where you'll find the longest queues for tourist attractions - Travel Weekly

აი, დაახლოებით ამხელა და ამაზე დიდ რიგებს რომ თავი აარიდოთ, ამიტომ გვირჩევენ გამოცდილი მოგზაურები კონკრეტულ დროს მუზეუმებში ვიზიტს. 12:30 – დან 13:30 – მდე თითქმის ყველა ქვეყანაში ლანჩის დროა, შესაბამისად, მუზეუმებში სიარულს უმრავლესობა გემრიელ სადილს ამჯობინებს, თქვენ კი, შეგიძლიათ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ და კონკრეტულ ადგილას ბევრად მალე შეხვიდეთ.

6. გაწევრიანდით ჯგუფებში, სადაც ერთმანეთს, ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო, გამოცდილებას უზიარებენ

15 Must Join Facebook Groups for Travelers (Bloggers to Backpackers)

უამრავი Facebook ჯგუფი არსებობს, სადაც მოგზაურები არიან გაწევრიანებული და ერთმანეთს სახალისო, მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციებს უზიარებენ. იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო მრავალფეროვანი, ახალი აღმოჩენებითა და თავგადასავლებით იყოს სავსე, გირჩევდით მათ შორის ყოფნას.

Travel Community; The Charmed Nomads; BACKPACKING EUROPE; ანდაც TRAVEL ADVICE BY TRAVEL BLOGGERS – ს შეგიძლიათ ესტუმროთ.

7. ყოველთვის შეიძინეთ ავიაბილეთი გამგზავრებამდე 2-3 თვით ადრე

Thanks To Google Flights, You No Longer Have To Overpay For Airfares

ფრენის ბილეთი გაფრენამდე 2-3 თვით ადრე რომ უფრო იაფი ღირს, ეს მითი ნამდვილად არ არის. რაც უფრო ახლოვდება ის თარიღი როცა ფრენა გვიწევს, მგზავრობის ფასიც ნელ-ნელა მაღლა იწევს, ამიტომ, მოგზაურების და ჩვენი რჩევაც იქნება, fly.tkt.ge-ის გამგზავრებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩაუსაფრდეთ და იაფიან ავიაბილეთს გამოკრათ ხელი.

მსგავსი პოსტები