7 საინტერესო ფაქტი თვითმფრინავზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

ადამიანები ძალიან ცნობისმოყვარე არსებები ვართ, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება მეორე დღეს სულაც არ გვახსოვდეს, ან გარკვეული ინფორმაცია სულ არაფერში, საააერთოდ არაფერში გამოგვადგეს, მაგრამ მაინც გვინდა გავიგოთ მეტი და სულ რომ არაფერი, იმ დროსა და არსებულ მომენტში, ჩვენი “ჭია” გავახაროთ. 

სულ ფრენა-ფრენით მიმავალი თვითმფრინავი კი, არსებობის დღიდან უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს და გადავწყვიტეთ, ამ ბლოგში იმ ფაქტებზე გვესაუბრა, რომელიც, შესაძლოა არ გცოდნოდათ:

1. მეხის დაცემა თვითმფრინავებზე, ჩვეულებრივი მოვლენაა

mainblades.com

არც ელვამ შეგაშინოთ და არც იმ ფაქტმა, რომ სავსებით მოსალოდნელია, ის თვითმფრინავს დაეცეს, რადგან თვითმფრინავი იმგვარადაა აწყობილი, რომ ყველა ბუნებრივ გაუთვალისწინებელ მოვლენას გაუმკლავდეს.

მეტიც, თვითმფრინავს მეხი წელიწადში ერთხელ მაინც ეცემა, ყოველ პილოტს კი, საშუალოდ, ყოველ 3,000 საათში ერთხელ უწევს ელვის დროს თვითმფრინავის მართვა, თუმცა, კიდევ ერთხელ დაგიზუსტებთ, რომ ეს მოვლენა, სავსებით ბუნებრივი, გათვალისწინებული და უსაფრთხოა.

პ.ს ისე, ლამაზი სანახავიც იქნება

2. ფანჯარაზე ამ პატარა ხვრელს, თავისი დანიშნულება აქვს

ეს ძალიან პატარა და მოცუცქნული ხვრელი, რეალურად, უზარმაზარ როლს თამაშობს მგზავრების უსაფრთხოდ გადააადგილებაში, რადგან ის თვითმფრინავში წნევას არეგულირებს.

თვითმფრინავის ფანჯრები რამდენიმე ფენა გამჭირვალე აკრილისგან მზადდება, რათა დაზიანებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული: გარე ფენა ყველაზე მყარია, შიდა ნაწილი კი შედარებით სუსტი და ამ ფენებს შორის გადის ჰაერი. და იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავი დიდი წნევის ქვეშ მოექცევა, ეს პატარა ხვრელი მათი დაბზარვისა და დაზიანებისგან დაიცავს.

ამას გარდა, მისი მადლიერები უნდა ვიყოთ, ფრენის დროს ლამაზი ღრუბლებისა და ქალაქის ზედხედის დანახვა\დათვალიერება\ფოტოების გადაღება რომ შეგვიძლია, რადგან ფანჯრებიც, სწორედ ამ პაწაწინა ხვრელების დამსახურებით არ იორთქლება.

3. თვითმფრინავის ლამაზი კვალი ცაში წყლისგან იქმნება

White Lines In The Sky – Pilot Instruments Collection

ეს კონდენსაციური კვამლია, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა რეაქტიული ძრავის ნოტიო გამონაბოლქვი მშრალ ჰაერში და ზემოთ, სიმაღლეზე, ყინულის კრისტალებად იქცევა.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს პროცესი ზამთარში ჩვენ მიერ პირიდან გამოშვებულ ჰაერის პატარა ორთქლებს გავს.

წყლის ორთქლი რეაქტიულ ძრავაში წვის დროს წარმოიქმნება და იქმნება ერთგვარი ღრუბელი ცაში, რომელიც ეტაპობრივად, ბუნებრივად იფანტება.

4. შავი ყუთი რეალურად შავი არ არის

Inside the black blox – DW – 01/09/2020

დიახ, აი ის ცნობილი “შავი ყუთი”, რომელიც ფრენის მონაცემებს და სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან მონაცემებს იწერს, შავი სულაც არაა და აი ასე ნათლად, სტაფილოსფრად გამოიყურება.

მიზეზი კი მისი (ავიაკატასტროფისა თუ სხვა რიგ შემთხვევებში) მარტივად პოვნაა ღრმა წყალსა თუ სხვადასხვა რთულ რელიეფში

5. თვითმფრინავები რომ თეთრია, ამას თავისი მიზეზი აქვს

შეამჩნევდით ალბათ, რომ ძირითადად, თვითმფრინავები თეთრადაა შეღებილი, რასაც თავისი მიზეზი აქვს – ზემოთ, ცაში, მზის ძლიერი სხივებისგან ასარეკლად თეთრი საუკეთესო ფერია და ასევე, უნარჩუნებს მას საჭირო ტემპერატურას.

თეთრი ფერი, ამასთან ერთად, ტექნიკური შემოწმების დროს ეხმარება ადამიანებს, უფრო კარგად დაინახონ აქვს თუ არა თვითმფრინავს გარკვეული სახის დაზიანებები და დეფექტები, რაც მის დროულად აღმოფხვრაში უწყობს ხელს.

6. კაბინაში სუფთა ჰაერს სუნთქავთ

What is Air Management System and How it Works? | Honeywell Aerospace

ის ჰაერი, რასაც მგზავრობის დროს ვსუნთქავთ, ძალიან სუფთაა. რეალურად, ჰაერის დაახლოებით 40% ფილტრირებულია HEPA (უმაღლესი ეფექტურობის ნაწილაკების ჰაერი) სისტემის საშუალებით, ხოლო დანარჩენი 60 პროცენტი კი არის ის ჰაერი, რომელიც თვითმფრინავში გარედან შემოდის.

და თუ Lufthansa-ს თანამშრომელს დავუჯერებთ, კაბინის ჰაერი, ფრენის დროს, ყოველ სამ წუთში სრულიად იცვლება.

7. არ არსებობს კონკრეტული წესი, როდის უნდა აინთოს ღვედის შეკვრის ნიშანი

The Risky Thing We All Do on a Plane | Condé Nast Traveler

თუ ბევრჯერ გიფრენიათ შეამჩნევდით, რომ წესით, ეს ნიშანი მაშინ აღარ არის მოქმედი, როდესაც თვითმფრინავი აფრინდება და გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევს. არის შემთხვევები, როდესაც ნიშანი მთელი ფრენის განმავლობაში ჩართულია.

რეალურად, არ არსებობს კონკრეტული წესი, როდის უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს მსგავსი ნიშანი (არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როცა ტურბულენტობა ან მსგავსი წინაღობაა ფრენისას), უბრალოდ სრულებით პილოტის ხასიათსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ამიტომ, გირჩევდით, როცა თქვენს ადგილს დაუბრუნდებით, უბრალოდ ღვედი შეიკარით და სულ ეგაა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინება არასდროსაა ურიგო.

თუ ამ ბლოგმა მოგზაურობა მოგანატრათ და ფრენა-ფრენით უცხო ქვეყანაში გსურთ გაეშუროთ, TKTFLY-ზე ნებისმიერი მიმართულების არჩევა შეგიძლიათ.

ჩვენ კი, მშვიდობიან ფრენასა და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ

მსგავსი პოსტები