რა უნდა ჩაწერო დღეს გუგლში, რომ შესაბამისი ინფორმაცია არ ამოგიგდოს, საინტერესო ამბებსა და ფაქტებს არ გაგაცნოს და მეტი ინტერესი არ გაგიღვივოს.
ხოდა, ჩვენ ძალიან გვიყვარს, ფრენასა და მოგზაურობასთან დაკავშირებით საინტერესო ამბების ძებნა, თვალიერება, ამიტომაც დღეს გუგლში ასეთი რამე ჩავწერეთ:
გუგლმა უამრავი საინტერესო ფაქტი ამოგვიგდო, ჩვენ კი, ბევრი ვიკითხეთ თუ ცოტა, გადავწყვიტეთ შენთვის ის 7 ამბავი მოგვეყოლა, რომელიც აქამდე ან არ იცოდი, ან გაინტერესებდა, ან (თუ არც ერთი და არც მეორე) უბრალოდ ამ ბლოგის კითხვისას დროს საინტერესოდ გაგაყვანინებდა.
სანამ ჩასქროლავ მანამდე უცებ გეტყვით, რომ ფრენის ბილეთის შეძენა ჩვენთან fly.tkt.ge – ზე შეგიძლია.
მაშ ასე:
1. რატომ აქრობენ შუქს?
ალბათ ყველას გვიყვარს ღამე ფრენისას ის მომენტი, როდესაც თვითმფრინავში შუქს აქრობენ. შენც ჩვენნაირად გიფიქრია, რომ ამას შენი კომფორტისთვის აკეთებენ, რომ უკეთ დაიძინო არა? – ვარდისფერი სათვალეები უნდა მოგხსნათ და გითხრათ, რომ ეს ასე არ არის!
სინამდვილეში, ამას იმისთვის აკეთებენ, რომ თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის დროს, თუ საავარიო სიტუაცია შეიქმნა და მგზავრების ევაკუირება გახდა საჭირო, თქვენი მხედველობა სიბნელეს შეჩვეული იყოს. თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია, თუმცა გაუთვალისწინებელი ავარიული საშიშროება, მისი აფრენის ან დაფრენის დროს არის მოსალოდნელი, ამიტომაა, რომ შუქებს ფრენის სწორედ ამ მონაკვეთში აქრობენ.
2. ტუალეტში მოწევის აკრძალვის მიუხედავად, საფერფლეს მაინც შეამჩნევთ
და ამას თავისი მიზეზი აქვს. საჰაერო ტრანსპორტში მოწევა 1990 წლიდან აიკრძალა, თუმცა ფედერალური რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა ავიაკომპანიის თვითმფრინავის ტუალეტში დღემდე არის საფერფლე. რატომ?
იმ შემთხვევაში, თუ ჯიუტმა და ნიკოტინს მოწყურებულმა მგზავრმა, მაინც გადაწყვიტა ურჩობა და ტუალეტში მოსაწევად მიბრძანდა, სანამ დაიჭერენ და სერიოზულ სანქციებს დაუწესებენ, ეს ნამწვი სადმე ხომ უნდა წაიღოს არა?! ხოდა აი ეგეთი მგზავრისთვის აყენია კარზე საფერფლეები, ვინაიდან და რადგანაც, ტუალეტში, ძირს ან სანაგვე ურნაში ჩაგდებულმა სიგარეტის ნარჩენმა, შეიძლება ხანძარი გააჩინოს, ან სერიოზული პრობლემები შეუქმნას ჰაერში მყოფ თვითმფრინავს.
რა ძალაა არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, არსებობენ ასეთი მგზავრებიც, ამიტომაც თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ, ყველა მოსალოდნელი არასასიამოვნო შემთხვევა, თავიდან აიცილონ.
3. ტუალეტში არ ჩაიკეტებით
თვითმფრინავის ტუალეტში შესვლა, მისი სივიწროვიდან გამომდინარე, ბევრს გვიჩენს კლაუსტროფობიის საშინელ შეგრძნებას, შესაბამისად მოდის შიშებიც, რომ არ ჩავიკეტოთ, ვაი და უცებ ჩვენი ტუალეტში ყოფნის დროს რომ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდეთ, იქიდან ვეღარ გამოვიდეთ, ვეჯაჯგუროთ და კარი ვერავინ ვერ გაგვიღოს და კიდევ რავიცით, ასეთ შიშებს რა დალევს…
დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ თვითმფრინავის ტუალეტში ვერ და არ ჩაიკეტებით, რადგანაც გარედან არსებობს სპეციალური ღილაკი, რომლის არსებობაც მხოლოდ ბორტგამცილებლებმა იციან და საავარიო შემთხვევისას, მას ერთი მარტივი მოძრაობით აღებენ.
ოღონდ რა ღილაკია და სადაა არ გვკითხო, მართლა არ ვიცით.
4. ბევრ თვითმფრინავში ვერ იპოვით მე-13 რიგს
იმიტომ, რომ არ არსებობს! 13 რომ თარსი რიცხვია, ამას ბევრი მგზავრი ფიქრობს, ამიტომაც, უსიამოვნების და არასასურველი შეგრძნების თავიდან ასარიდებლად, მეცამეტე რიგი ბევრ ავიაკომპანიას გაუქმებული აქვს. აი მაგალითად ჩინეთში, თარს რიცხვად 4 ითვლება, ბრაზილიაში კი 17 – შესაბამისად, მათ ავიაკომპანიებში ვერც ამ რიგებს იპოვით.
Lufthansa, Air France, Ryanair, Qatar Airways, Emirates – არიან ის ავიაკომპანიები, რომლებიც მგზავრების მაქსიმალურ კომფორტზე ზრუნავენ და სულაც არ უნდათ, ვინმემ თავი მეცამეტე რიგში დაუცველად იგრძნოს, ამიტომაც, მათ თვითმფრინავებში მე-12 რიგის შემდეგ, პირდაპირ მე-14 რიგი მოდის.
5. თქვენთან ერთად ცაში, მართლა ძალიან ბევრი თვითმფრინავი დაფრინავს
Flight Radar-ს ვინც თვალს აქტიურად ადევნებთ და მისი თვალიერება ჩვენსავით ჰობად გექცათ, ალბათ ის ამბავი, რომ ცაში ყოველთვის ძალიან ბევრი თვითმფრინავია ახალი არ არის, თუმცა კონკრეტული რიცხვები, რასაც ახლა დავწერთ, არაგვგონია იცოდეთ
ნებისმიერ დროს, აი ნებისმიერ, რა დროც არ უნდა აიღოთ, ცაში საშუალოდ 9,728 თვითმფრინავი დაფრინავს, 1,270,406 მგზავრით. რა საოცარია არა?
6. გემოს რეცეპტორები თვითმფრინავში ყოფნისას, იცვლება
გემოსა და ყნოსვის რეცეპტორები, ცაში ყოფნისას გარკვეულწილად იცვლება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტკბილეულობა ნაკლებად ტკბილი გვეჩვენება, ხოლო მარილიანი საკვები კი ბევრად მლაშეა.
მეტიც, თვითმფრინავის საკვები, რომელსაც ცაში ფრენისას გემრიელად აკნატუნებთ, მიწაზე რომ მიირთვათ, შეიძლება გაოგნდეთ, იმდენად იგრძნობთ გემოების სხვაობას (და დიდი შანსია, არ მოგეწონოთ). სპეციალური კვლევებით დაადგინეს, რომ გემოს რეცეპტორები ჰაერში ყოფნისას, 30 პროცენტით იცვლება, რაც ბევრად რთულს ხდის სხვადასხვა პროდუქტის რეალობის აღქმას.
და როგორც ამბობენ, (ჩვენ არ გვიცდია და იქნებ შენ ცადო) Tomato Juice თვითმფრინავში ბეევრად გემრიელი დასალევია და სხვათაშორის, ერთ-ერთი მოთხოვნადი და გავრცელებული სასმელია ჰაერში ყოფნისას.
7. თვითმფრინავის ინტერიერის ფერს თავისი მიზეზი აქვს
შეიძლება არ შეგიმჩნევია, თუმცა უმრავლესობა თვითმფრინავებში, სკამები ცისფერი და ლურჯი ფერისაა. Როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ ტონალობებს გარკვეულწილად სიმშვიდის აურა აქვს, რაც გაუცნობიერებლად, თუმცა მგზავრის ფსიქიკაზე, დადებითად მოქმედებს.
Ამიტომაც, როდესაც ავიაკომპანია მისი ინტერიერის შერჩევას იწყებს, ძირითადად უპირატესობას, სწორედ ამ ორ ტონალობას ანიჭებს.
ბლოგის ბოლოს კი მაინც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავის ბილეთის შეძენა ძააალიან მარტივად ჩვენთან, fly.tkt.ge-ზე შეგიძლია.