გამოცდილ მოგზაურებს Booking.com; Airbnb; Uber; TripAdvisor და მსგავსი აპლიკაციები არ გესწავლებათ, შესაბამისად ამ ბლოგში მათ ჩამონათვალს ვერ ნახავთ. ამ შემთხვევაში, გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა სხვა 7 სასარგებლო აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას, ვთვლით, რომ აუცილებლად გამოგადგებათ:
1. Waze
თუ გამოცდილ მოგზაურებს დავუჯერებთ, Waze – საუკეთესო აპლიკაციაა, როცა საქმე ტრანსპორტით გადაადგილებას ეხება, რადგანაც რეალურ დროში ახლდება ინფორმაცია საცობებზე, გზის გადაკეტვასა ავარიის შემთხვევაში, რაც საბოლოო ჯამში სწორ ინფორმაციას გიწერთ, ადგილზე მისასვლელად რა დრო დაგჭირდებათ.
2. Lime
მსოფლიოს გარშემო, მრავლად შეხვდებით Lime-ის ელექტროსკუტერებსა და ველოსიპედებს და ჩვენც გირჩევთ, როგორც მარტივი გადაადგილების ტრანსპორტს, ასევე ამ აპლიკაციასაც. მისი მოხმარება მარტივია და, რა თქმა უნდა, უცხო ქალაქში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ბევრ ფულს დაგაზოგინებთ.
3. Rome2Rio
მოგზაურებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო აპლიკაციაა, რომელიც დაგეხმარებათ A პუნქტიდან B პუნქტამდე მარტივი, იაფიანი და სწრაფი გზა მიგასწავლოთ. გიგდებთ ყველა შესაძლო ვარიანტს, ზუსტ დროებსა და ტრანსპორტის შესაძლებლობებს.
4. Trainline
თუ მოგზაურობისას, ქალაქებს შორის მატარებლით მოგზაურობა გიწევს, მაშინ Trainline ის აპლიკაციაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგება. ბილეთის შეძენის პროცესი მარტივია, არც საკომისიოს იხდი ბევრს და რაც მთავარია, უსაფრთხო და კარგად გამოცდილი\შეფასებული აპლიკაციაა.
5. PackPoint
PackPoint ზარმაცი მოგზაურებისთვის ნამდვილი მიგნებაა. გადმოწერ აპლიკაციას, მიუთითებ სად მიემგზავრები, წელიწადის რომელ სეზონზე, რამდენი ხნით აპირებ გაჩერებას და სულ ეგაა – აპლიკაცია გითვლის და გირჩევს, რა და როგორ უნდა ჩაალაგო, ითვალისწინებს იმ პერიოდში ამინდის პროგნოზსაც და შესაბამისად არჩევს, რა არის ის აუცილებელი ნივთები ჩემოდანში, რომელიც აუცილებლად უნდა გედოს.
6. Splitwise
თუ სამოგზაუროდ მეგობრებთან ერთად მიდიხარ, აუცილებლად იქნება მსგავსი უხერხული სიტუაციები მრავალ ადგილას, სადაც თანხის გადახდაზე ერთმანეთს დახოცავთ, ან ეტყვით რომ:”კაი, შემდეგს მე გადაგიხდი” და ბოლოს თუ ისე იქნება, რომ ვერ დალაგდებით ვის ვისთვის რამდენი აქვს მისაცემი და გასაყოფი – გადმოწერთ Splitwise აპლიკაციას, გაწევრიანდებით ყველა, დაამატებთ და შეავსებთ თანხებს და ბოლოს, ეს ჭკვიანი რამ, თავად დაგითვლით ყველა გასავალს და გეტყვით, ფინანსურად ვის ვისთან რამდენი აქვს გასასტუმრებელი, აი ასე, მარტივად.
7. Pocket
თუ სიახლეებსა და საინტერესო სტატიებს ეცნობი, გიყვარს თავისუფალ დროს ასეთი ამბების კითხვა, ან თუნდაც მოსმენა, შეგიძლია გადმოწერო Pocket, მონიშნო შენთვის საინტერესო ამბები, რომელსაც აპლიკაცია შეინახავს და თვითმფრინავში, ან სულაც ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტი არ იქნება, თავისუფლად იმუშავებს.
და თუ მოგზაურობას აპირებთ, ბილეთები აქაც რომ შეგიძლიათ შეათვალიეროთ – www.fly.tkt.ge ხომ არ დაგავიწყდათ?!