7 სასარგებლო რჩევა, თუ ბარსელონაში მოგზაურობას აპირებ

ამ ბოლო დროს, ძალიან მოგვწონს ბლოგების ცნობილი ციტატებით დაწყება და ამჯერად, ერთ-ერთი ჯაზ-შემსრულებლის, სტეფონ ჰარისის სიტყვებს მოვიშველიებთ: “იტალია კერძებით გამოირჩევა, ბარსელონა კი – ენერგიით”. არა, იტალიისა და ესპანეთის შედარებას არ ვაპირებთ, აქ მხოლოდ სასარგებლო რჩევებს მოგცემთ, თუ ბარსელონაში აპირებ დასვენებას.

თუ მოგზაურობას გეგმავ და გეზი სწორედ ამ ქალაქისკენ გაქვს აღებული, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ თუ ავიაბილეთს 31 მაისის ჩათვლით შეიძენ და გადახდას Visa პრემიუმ ბარათით განახორციელებ, მაშინ 200 ლარის ფასდაკლებას მიიღებ. რაც, ძალიან კარგი იდეაა.

როდისაა საუკეთესო დრო ბარსელონაში წასასვლელად?

Barcelona: World's Greatest Places 2023 | TIME

ბარსელონაში, ისევე, როგორც ჩვენს დედაქალაქში, საკმაოდ ცხელი ზაფხული იცის, ამიტომ, გირჩევდით ივლისი-აგვისტოსგან თავი შეიკავოთ და მას უფრო გაზაფხულისკენ, აპრილსა და მაისში ესტუმროთ. ამ დროს ქალაქში სასიამოვნოდ თბილა.

ახლა კი საქმე – 7 სასარგებლო რჩევა:

1. შეუკვეთე ვერმუტი და კავა (Vermouth and Cava) ბარში

23 Sweet Vermouth Cocktails to Use Up That Bottle | Epicurious

ბარში შესულს, სასმლის შეკვეთისას, შეიძლება ავტომატურად სანგრიას შეკვეთა მოგინდეს, თუმცა თუ დაგვიჯერებ, ვერმუტი შეუკვეთე, ბევრად განსხვავებული, არომატული და სასიამოვნო გემო აქვს.

2. არ წახვიდე La Barceloneta სანაპიროზე

ეს ცნობილი სანაპირო ინტერნეტის ფოტოებში ასე გამოიყურება:

Barceloneta Beach in Barceloneta - Tours and Activities | Expedia

თუმცა იქ მისულს, აი ეს “გაუგებრობა” დაგხვდება:

Best time to visit Barcelona - Lonely Planet

სწორედ ამიტომ, გირჩევთ ამ სანაპიროს თავი აარიდო და მის ნაცვლად, სხვა ადგილს ეწვიო საბანაოდ და რუჯის მისაღებად. ჩაინიშნე: Bogatell, Nova Icária, Sant Miquel, და Mar Bella.

3. ხედების სანახავად ფული არ გადაიხადო

Where Can You See The Barcelona Best Views? | ForeverBarcelona

ხშირად, უცხო ქალაქში ჩასულს, ტურისტებს მთავარი შეცდომა მოგვდის: იმისთვის, რომ ხედებით დავტკბეთ, თანხას ვიხდით (და ეს თანხა არასდროსაა ცოტა). ამ შემთხვევაში გეტყვით რამდენიმე ადგილს, რომელიც შეგიძლია მოინიშნო და ბარსელონას პანორამული ხედით, უფასოდ დატკბე:

  • Les 3 creus
  • Montjuïc
  • El Corte Inglès
  • Mirador baterías antiaéreas
  • Las Arenas panoramic terrace

4. მიეცი თავს უფლება და დაიკარგე გოთური კვარტალში

10 Things to Do in the Gothic Quarter of Barcelona - Through Eternity Tours

შენს Google Maps აპლიკაციაში შეიყვანე გოთური კვარტალი : gothic quarter და მთელი ეს ტერიტორია ფეხით მოიარე. აქ სეირნობისას გადააწყდები ძალიან საინტერესო დეტალებს, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შეგხვდება ავგუსტუსის ეპოქის რომაული ტაძრების სვეტები, საკათედრო ტაძარი, გოთური ეპოქის მოედანი, სამეფო სასახლე და ა.შ.

5. აუცილებლად დალიე Bar Marsella-ში

Marsella best bar in Barcelona - Directory Barcelona-home

ამ ბარში დალევა და დროის ტარება უყვარდა სალვადორ დალისა და ერნსტ ჰემინგუეის. ასეთი ბარები ძალიან ნოსტალგიურია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროის გასვლის მიუხედავად, მისი ინტერიერი უცვლელია.

6. ღამის კლუბებში ადრე მიდი

Barcelona Clubs: 5 Places to Experience the City's Best Nightlife - I'm  Barcelona VIP

ქართველებისთვის, კლუბში ადრე მისვლა წარმოუდგენელია, თუმცა ბარსელონაში თუ ღამის კლუბში ცოტა ადრე, თორმეტის ნახევრისკენ მიხვალ, შესვლის საფასურს არ გადაიხდი.

7. არ იყიდო წყალი

How to drink water from a Canaletes fountain in Barcelona

მსგავსი “წყლის შადრევნები” თითქმის მთელ ქალაქშია განთავსებული და აქედან წყლის დალევა სავსებით უსაფრთხოა. თუ ზაფხულში აპირებ ამ ქალაქში მოგზაურობას, ვფიქრობთ, ეს რჩევა გამოგადგება და ფულსაც დაზოგავ.

ამ ბლოგის ბოლოს მაინც შეგახსენებთ, რომ 31 მაისის ჩათვლით შეგიძლია შეიძინო ბარსელონას მიმართულებით ფრენის ბილეთი და თუ Visa პრემიუმ ბარათით გადაიხდი, 200 ლარიან ფასდაკლებას მიიღებ.

აბა შენ იცი, საოცარი მოგონებებით სავსე მოგზაურობა გვისურვებია 🙂