ალბათ, ყველა მოგზაურს ჰქონია მსგავსი შემთხვევა, როცა სამოგზაუროდ წასულს, უდიდესი მოლოდინის მიუხედავად, სულ სხვა რეალობა დახვედრია და ამას არამხოლოდ იმედები გაუცრუებია, არამედ მნიშვნელოვანი დღის მონაკვეთი წაურთმევია. ნაცნობი შეგრძნებაა, არა?

Reality TV gif. A woman from the show A Double Shot at Love looks heartbroken and rests her head on her hand as she wipes away her tears. She nods as if she’s sadly agreeing with something.

ხოდა ამ ტურისტულ “ხაფანგებში” რომ არ\აღარ გაეხვა, ეს ბლოგიც ზუსტად მაგას ემსახურება. მაშ ასე, 7 ტურისტული ადგილი, რომელსაც ჯობია, თავი აარიდო:

1. რომეო და ჯულიეტას აივანი ვერონაში

Verona: visiting Juliet's balcony and tomb - Wanted in Milan

ნამდვილად ძალიან რომანტიული და ისტორიული ადგილია, თუმცა ეს პატარა ეზო ისეთი გადაჭედილია, ისეთი ხმაურიანი და ვიწრო, რომ რთულია შექსპირის პიესა და ეკრანიზაციები შენს თვალწინ გაცოცხლდეს.

აი, დაახლოებით ამ ამბავზე გელაპარაკებით:

Romeo and) Juliet's Balcony in Verona. A century-old tou… | Flickr

ხოდა, ხომ არ ჯობია, თავი აარიდო და ამ ადგილის ნაცვლად მიაკითხო Piazza Bra-ს, Castelvecchio-ს, გადმოხედო ქალაქს San Pietro-დან, გაისეირნო Piazza dei Signori-ზე და თუ დრო გექნება, Lake Garda-საც ესტუმრე, დიდ სიამოვნებას მიიღებ.

2. მონა ლიზა, ლუვრი

აბა რა გეგონა, ამ ჩამონათვალში ამ ქალბატონს, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, არ შევიყვანდით?

მონა ლიზას სანახავად ლუვრში მისულებს, ყოველთვის მოლოდინი გვაქვს, რომ “აი შანსი არაა, რა რაოდენობის ხალხი უნდა იყოს, რომ ვერ ვნახოთ” და რეალობა მუდმივად, ნებისმიერ სეზონზე, დროის ყველა მონაკვეთში ასეთია:

Mona Lisa is moving - what does it take to keep her safe? - BBC News

მონა ლიზას ნახვას აზრი არ აქვს 3 მარტივი და გულდასაწყვეტი მიზეზის გამო:

  • ბარიერი ნახატიდან საკმაოდ მოშორებით დგას, რაც მისი ახლოს დათვალიერების შესაძლებლობას კიდევ უფრო აბრკოლებს
  • და ვინჩის ეს ნამუშევარი ბევრად პატარაა ზომაში, ვიდრე წარმოგვიდგენია
  • ისტორიული ნახატი, უსაფრთხოების მიზნით ორმაგ შუშაშია ჩასმული, რაც მის აღქმაში კიდევ უფრო გვიშლის ხელს

ამიტომ, ლუვრში შესულებს, სხვა ოთახების დათვალიერებას გირჩევთ. მაგალითად, თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს ნაპოლეონის სამეფო ოთახები და ჟოზეფინას პირადი ნივთები.

3. Manneken Pis, ბრიუსელი

Brussels' Manneken Pis celebrates his 400th birthday

ბრიუსელში წასული მოგზაურების Must See სიაში ეს ბიჭუნა ყოველთვის ერთ-ერთ ადგილს იკავებს. ჩვენ კი უნდა გითხრათ, რომ გარდა იმისა რომ არაფერი განსაკუთრებული, ამ ბიჭუნას ქანდაკება საკმაოდ პატარაა, იმაზე პატარა ვიდრე წარმოგიდგენიათ, ანუ, აი, ამხელა:

Manneken-Pis, Brussels' most famous son | Visit Brussels

ამიტომ, უბრალოდ გირჩევდით, რომ ამ ქანდაკების მიღმა ისტორიას ინტერნეტში გაეცნოთ, და უბრალოდ იცოდეთ, რომ ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ამ ბიჭმა, რომელიც უწყინრად შარდავს, ქალაქი ხანძრისგან გადაარჩინა 🙂

4. პატარა ქალთევზა, კოპენჰაგენი

The Little Mermaid – Copenhagen, Denmark - Atlas Obscura

ერთი შეხედვით მშვენიერი, ლამაზი ძეგლია საკმაოდ ფოტოგენურ ადგილას განთავსებული. იფიქრებ ახლა, რას ვერჩით ამ ქალთევზას, არა?

აი, ამას:

Little Mermaid Copenhagen Statue, Hans Christian Andersen Story

დანარჩენი შენთვის მოგვინდია.

5. ეიფელის კოშკი, პარიზი

Paris: Eiffel Tower Stair Climb to Level 2 w/ Summit Option | GetYourGuide

არ გამოგვეკიდო სიტყვაზე, ჩავამთავრებთ სათქმელს და მიხვდები, რაც ვიგულისხმეთ. ეიფელის კოშკი ნამდვილად მოსანახულებელია, რადგან ის მაინც პარიზის სახეა და რთულია გონებიდან მისი ხილვის შემდეგ დარჩენილი შთაბეჭდილება ამოიგდო.

ამ შემთხვევაში, გირჩევთ რომ კოშკზე ასვლაზე თქვა უარი. პირველ რიგში აი ამ მარტივი მიზეზის გამო:

Change in Elevator Rules Frustrates Eiffel Tower Queue

რიგში დგომა, საკმაოდ დიდხანს მოგიწევს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კოშკზე რამდენიმე ლიფტია, ის საკმაოდ ნელა მოძრაობს და აქ დგომა – საათების დაკარგვას ნიშნავს. თანაც, რო გითხრათ რო ხედზე გაგიჟდები – მოგატყუებთ :

Views from Eiffel Tower | Detailed Guide

ნუ, ესეც გემოვნების საკითხია, მაგრამ აი, მაგალითად, ტრიუმფალური თაღიდან ბევრად ლამაზი ხედი იშლება და პარიზის მთელი სიდიადის აღქმა უფრო მარტივიც იქნება:

What the view looks like from the top of the Arc de Triomphe? - French  Moments

6. ლონდონის თვალი, ლონდონი

London Attraction Tickets & Passes | The London Eye

ლონდონის თვალიდან (და უფრო ლონდონის თვალით) დანახული ეს ქალაქი ნამდვილად დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას, თუმცა:

  • რიგში დგომა აქაც დიდხანს მოგიწევს
  • ბილეთი ძალიან ძვირია, კაცზე დაახლოებით 47 დოლარიდან

და თუ მაინცდამაინც ლონდონს გინდა ზემოდან გადმოხედო, გირჩევდით ესტუმრო One New Change სავაჭრო ცენტრს და ახვიდე ბოლო სართულზე, სადაც არც ერთ ცენტს გადაიხდი და ულამაზესი ხედებითაც დატკბები.

7. პატარა ვენეცია, მიკონოსი

Little Venice in Mykonos, Greece | Greeka

მიკონოსის პატარა ვენეცია ძალიან ფოტოგრაფიული ადგილია, თუმცა მაღალი ფასების და იმის გამო, რო ტურისტებით მუდმივად არის ეს ტერიტორია გადაჭედილი, გირჩევდით თავი აარიდო და მის ნაცვლად ამ სანაპიროებზე ჩაისეირნო (არც ამ ადგილებიდან ჩადის მზე ულამაზოდ)

  • Platys Gialos Beach
  • Psarou Beach
  • Megali Ammoos Beach

სულ ეს იყო. თუ მოგზაურობას აპირებ, ხომ არ დაგავიწყდა, ჩვენთან რო შეგიძლია ფრენის ბილეთის შეძენა? fly.tkt.ge – ზე შეხვალ და თან, ალბათ, ჩვენ რჩევებსაც გაითვალისწინებ. აბა შენ იცი, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გვისურვებია

Star Wars gif. Harrison Ford as Han Solo gives us a little salute as he wishes us: Text, "Good luck."