უცვლელი კითხვა, რომელსაც ახალი წლის მოახლოებისთანავე უსვამენ მეგობრები და ოჯახის წევრები ერთმანეთს, პასუხი კი ხშირად ასეთია : “რავი, ჯერ არ მომიფიქრებია”.

მოდი გავაკეთოთ მოკლე მიმოხილვა, რა ხდება ახალ წელს თბილისსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

თბილისი

Tbilisi Marriott Hotel

თბილისი მარიოტში A² Event Room-ის მიერ დაგეგმილი გამორჩეული და საინტერესო საღამო გელოდებათ. ანტიკური შანდლები, უზარმაზარი ჭაღები, სამეფო გარემო  და soul, funky, house მუსიკა ძალიან საინტერესო ძველისა და ახლის სინთეზს შექმნის. 

ბილეთის ფასი : 170-230 ₾

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : tkt.ge/marriottnewyear

Republic • რესპუბლიკა

ახალ წელი 90-იანების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან Crystal Waters-თან ერთად! შეხვდით 2020 წელს უკვე ნაცნობი სიმღერების და საყვარელ ხალხის გარემოცვაში. 

ბილეთის ფასი : 100-400 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/2020republic

The Biltmore Tbilisi Hotel
 

გაძლევთ საშუალებას სამ სხვადასხვა ვენიუში გაატაროთ ახალი წელი:

პროექტი “თბილისური ეზო” – ნანი ბრეგვაძესთან და ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად.

ბილეთის ფასი : 450 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/Biltmore

“ზიმ” რესტორანი” – სადაც 31-ე სართულიდან გადმოხედავთ ფოიერვერკებით განათებულ თბილისს, ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

ბილეთის ფასი : 250 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/XemeRestaurant

“ზიმ” ბარი – საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზეც იზრუნებს ბენდი N-Mode, ნინი ცნობილაძესთან ერთად.

ბილეთის ფასი : 300 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/XemeBar

Moxy Tbilisi

ფურშეტი, შუშხუნა ღვინო, საქსაფონი და DJ Deme.  იჩქარეთ, რადგან ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მოქმედებს FB ვერიფიკაცია.

ბილეთის ფასი : 100 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/moxynewyear

Origami / ორიგამი

ამერიკელი მუსიკოსი, DJ და პროდიუსერი  Joe Claussell 31 დეკემბერს თბილისს პირველად ეწვევა, რომლის მუსიკაც ჰაუსის და დისკოს ჟღერადობით გამოირჩევა. ღონისძიება ჩატარდება ყოფილი ბუდა ბარის ტერიტორიაზე.

ბილეთის ფასი : 80 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/JoeClaussell

DOORS • დორსი

31 დეკემბერს, გეძლევათ შანსი მოუსმინოთ ცნობილი საქსოფონისტის, Max The Sax-ის უნიკალურ და გამორჩეულ მუსიკას დორსში. საღამოს გააგრძელებს ბენდი “The Five” და DJ.

ბილეთის ფასი : 100 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/MAXTHESAX

Lisi Mere / ლისი მერე

სადღესასწაულო ვახშამი, ფოიერვერკები და ეს ყველაფერი ფოლკლორის, ქართული ხალხური ცეკვებისა და ქართველი ვარსკვლავების მიერ შესრულებული მუსიკის ფონზე. 

ბილეთის ფასი : 450 ₾

გაიგეთ მეტი : tkt.ge/LisiMere

Garden Hall • გარდენ ჰოლი

მრავალფეროვანი მენიუთი და საინტერესო საახალწლო პროგრამით გიმასპინძლებთ გარდენ ჰოლი ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან გიორგი სუხიტაშვილთან, მაკა ზამბახიძესთან და ნეკა სებისკვერაძესთან ერთად.

ბილეთის ფასი : 250 ₾

გაიგეთ მეტი : tkt.ge/GardenHall

ამოდი · Amodi

ჯგუფი “არას” მსმენელებისთვის შესანიშნავი ამბავი გვაქვს, 31 იანვარს ჯგუფი ცოცხალი შესრულებით წარსდგება თქვენს წინაშე “ამოდიში” და იმ სიმღერების მოსმენის საშუალებას მოგცემთ, რომელსაც ყოველდღიურად უსმენთ მანქანასა თუ ყურსასმენებში.

ბილეთის ფასი : 50 ₾

გაიგეთ მეტი : https://tkt.ge/Event/222863/akhali-tseli-jguf-ara-stan-ertad-amodishi

Რა ხდება ქალაქგარეთ?!

თუ ფიქრობთ, რომ წლის ბოლოს, თავაუღებელი შრომის შემდეგ, მაქსიმალური კომფორტი და სიამოვნება დაიმსახურეთ, თანაც თბილისიდან გასვლის პერსპექტივა გხიბლავთ, მაშინ წინანდლის და ყვარლის ან თელავის იდეა აუცილებლად დაგაინტერესებთ.

წინანდალი

Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgia

ახალი წლის ტრადიციულ გალა ვახშამზე თქვენთვის სტეფანე იმღერებს! სპეციალური შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში კი – 1 და 2 იანვარსაც გექნებათ საშუალება წინანდლის მამულების განუმეორებელი ხედებით დატკბეთ.

ბილეთის ფასი : 2167 ლარიდან

გაიგეთ მეტი : tkt.ge/stephane

ყვარელი

Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა

საინტერესო და აქტიურ ღონისძიებას გეგმავს “ყვარლის ტბა რიზორტიც” : საახალწლო ვახშამი ფოირვერკების თანხლებით, ბენდი New One და DJ set. დიდი შანსია 1ელ იანვარს მცირე ნაბახუსევმა შეგაწუხოთ, თუმცა სპა პროცედურები ამ პრობლემას ძალიან მცირე დროში აგვარებს და ბედობას სრულიად გაჯანსაღებული შეხვდებით.

ბილეთის ფასი : 200 ლარიდან

გაიგეთ მეტი – tkt.ge/MagicNewYear

თელავი

Holiday Inn Telavi

ახლადგახსნილი ჰოლიდეი ინნ თელავი, 31 დეკემბერს ნოდარიკო ხუციშვილის ბენდთან ერთად გიმასპინძლებთ. 1ელ იანვარს კი გლინტვეინის საღამოთი დატკბებით.

გაიგეთ მეტი – tkt.ge/HolidayInnTelavi

ახალი წელი რა თქმა უნდა გრძელდება!

საახალწლო განწყობა 31 დეკემბერს არ სრულდება, 1 იანვარს და ბედობის დღეს განსაკუთრებული და ჩვენთვის საყვარელი გარემო უნდა დავიბედოთ! 

MONO HALL

Kayakata – ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი დუეტი, რომელმაც ძალიან მცირე დროში მოიპოვა პოპულარობა, 1 იანვარს წარსდგება მსმენელის წინაშე, მონოჰოლში.

ბილეთის ფასი : 50 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/kayakata

MONO HALL

2 იანვარს, მონოჰოლში, ყველასათვის ნაცნობი ლელა წურწუმიას კონცერტია, სადაც თქვენ არა მხოლოდ ძველ ჰიტებს, მათ ახალ ვარიაციებსაც მოისმენთ, გარდა ამისა მონოჰოლის მულტიფუნქციური სივრცე სრულ კომფორტს და სასიამოვნო გარემოს გპირდებათ.

ბილეთის ფასი : 40 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/lela

TREEBAL

3 იანვარს, საახალწლო ივენთს გვიმზადებს TREEBAL-იც, რაც ფსაი-ტრანსის მსმენელთათვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. ივენთზე, ამ ჟანრის ორი გამორჩეული არტისტი Captain Hook და DJ Emok დაუკრავენ.

ბილეთის ფასი : 30-60 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/treebal

აბრეშუმის ქარხანა

იანვარს, ნინო ქათამაძის გრანდიოზული საახალწლო კონცერტია დაგეგმილი აბრეშუმის ქარხანაში! თუმცა ეს ყველაფერი არ არის, სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისს ესტუმრება და ღონისძიების ბოლოს სცენას დაიკავებს, House-სა და Disco-ს გამორჩეული ინგლისელი არტისტი DJ Jamesey Makin’ Moves, რომელიც იზრუნებს თქვენს განწყობაზე ღონისძიების დასრულებამდე!
ბილეთის ფასი : 32-70 ₾

გაიგეთ მეტი – tkt.ge/NinoKatamadze

TKT.GE გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!