Formula1-ის ხსენებაზე, ჩვენს გონებაში ისმის სიჩქარის გამაყრუებელი წუილი, პარალელურად ბენზინისა და დამწვარი საბურავების სუნი გვცემს და საბოლოოდ, ამ ყველაფერს, ადრენალინის შეგრძნებამდე მივყავართ – ამ ყველაფერმა კი მონატრება იცის და როგორც იქნა, დღეიდან კალენდარზე დღეების ათვლას ვიწყებთ!
10,11,12 ივნისს აზერბაიჯანის გრან პრი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ Formula1 სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
თუ წასვლას და ამ სამდღიან, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე სანახაობაზე დასწრებას აპირებ, მაშინ ძალიან სწორ დროს, სწორ ადგილას შემოგიხედავს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ Formula1-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, ჩვენ, TKT ვართ, ამიტომ, სრული პაკეტის შეძენა, ჩვენთან, ამ ლინკზე დაწკაპუნებით შეგიძლია.
და ბარემ რადგან აქ ხარ, რამდენიმე საინტერესო ამბავსაც მოგიყვებით:
. ბაქოს წრე, Formula1-ის გრან პრის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წრიული ტრასაა, რომელიც 6,003 კმ წრის სიგრძეს მოიცავს და რბოლის საერთო მანძილი 306,049 კილომეტრია.
. ამასთან ერთად ბაქოს ტრასა საინტერესოცაა, რადგან წრე კასპიის ზღვის სანაპიროზე იწყება, შემდეგ კი გადის თანამედროვე ქუჩებსა და ცათამბჯენებში. ჩაუვლის უძველეს და უნიკალურ ძეგლებს, მეჩეთებს, აბანოებსა და ნანგრევებს
მეტი ვიზუალიზაციისთვის, ამ ლინკს გაგიზიარებდით:
. ვიდეოში შეგიძლია ნახო და ისეც გეტყვით, რომ მერვე, მეცხრე და მეათე მოსახვევები, F1-ის გრან პრის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ვიწრო მოსახვევებია
ამასთან ერთად, სხვა საინტერესო ფაქტებსაც მოგაშველებდით, რომლებიც შესაძლოა, არ გცოდნოდა:
ფორმულა 1-ის მანქანის აწყობა, დაახლოებით 14,58 მილიონი ჯდება
კი, არ მოგეჩვენა, მანქანა, რომელიც მაქსიმუმ 5-7 რბოლას უძლებს, მილიონები ჯდება. ეს კი იმიტომ, რომ მანქანის ყველა ნაწილი, სათითაოდ მზადდება. მხოლოდ ძრავი, სულ რაღაც 12.92 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
რბოლის დროს მძღოლები წონაში იკლებენ
მანქანაში ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამასთან ერთად, რბოლის ხანგრძლივობასა და მძღოლების ჩაცმულობასაც თუ გავითვალისწინებთ, ალბათ საერთოდ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ რბოლის დასრულების შემდეგ, მანქანიდან მძღოლები საშუალოდ 4 კილოგრამით ნაკლები გადმოდიან.
ცრურწმენა და ფორმულა 1
დღეს, გრან პრიზე, ვეღარ შეხვდებით მანქანას, რომელიც 13 ნომრით არის წარმოდგენილი და კი, ეს ყველაფერი იმ ცრუწმენასთანაა დაკავშირებული, რომ თარსი რიცხვია 13.
ამ ნომრით, ფორმულა1-ის ისტორიაში, მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა მანქანა. ერთხელ 1963 წლის მექსიკის გრან პრიზე და მეორედ 1976 წლის ბრიტანეთის გრან პრიზე.
აბა, რა გადაწყვიტე, ხომ მიდიხარ? ბილეთს კიდე, ჩვენზე უკეთეს ადგილას სად შეიძენ? თან ხომ არ დაგავიწყდა, Formula1-ის ექსკლუზიური წარმომადგენლები ჩვენ რომ ვართ საქართველოში? tkt.ge-ზე შეხვალ, უმარტივესად დააწკაპებ ყიდვის ღილაკს და კალენდარზე დღეების ათვლასაც დაიწყებ. (თუ მაინცდამაინც კალენდარზე არა, გონებაში ხომ მაინც?!)
ჩვენთან რომ ყველაფერი მარტივად ხდება და ერთ სივრცეში ყველაფერი რომ გვაქვს, ამას იმის დასტურად გეტყვით, რომ პარალელურად შეგიძლია, ფრენის ბილეთები შეიძინო, აარჩიო სასურველი დღეები ბაქოში გასამგზავრებლად და ეგაა – წინ დასვენება, გართობა, ცოტა ნერვიულობა, უფრო მეტი ადრენალინი და კიდევ უფრო მეტი ემოცია გელის.
ვიფიქრეთ, კიდევ უფრო გაგიმარტივებდით საქმეს და აქვე გეტყვით, რომ დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანის საზღვარზე შესვლა თავისუფლად შეგიძლია 3 ცნობით, ესენია:
- გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი
- კოვიდ პასპორტი (დაშვებული ვაქცინებია : Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.)
- ან გამოჯანმრთელების ცნობა
აბა, შენ იცი, დღეებს ჩვენც შენთან ერთად ვითვლით!